მამაკაცი შვილის ქორწილში მიწვეულ 80 სტუმარს უჩივის956 2013.05.10
მამაკაცი შვილის ქორწილში მიწვეულ 80 სტუმარს უჩივის
აზერბაიჯანის ერთ-ერთ რაიონში, მამაკაცმა სასამართლოში სარჩელი იმ 80 ადამიანის წინააღმდეგ შეიტანა, რომლებიც თავისი შვილის ქორწილში დაპატიჟა, სტუმრები კი ქორწილში არ მივიდნენ. ადვოკატის განცხადებით, მისი კლიენტი ყველა მათგანთან იყო ნამყოფი ქორწილში და ამისთვის სოლიდური თანხაც ჰქონდა გადახდილი. განაწყენებული აზერბაიჯანელი მამაკაცი მოწვეული სტუმრებისაგან ხარჯების ანაზღაურებას ითხოვს. როგორც ცნობილია, აზერბაიჯანული ტრადიციის მიხედვით, სტუმრები ქორწილში საკმაოდ დიდ თანხას და ძვირფასეულობას ჩუქნიან წყვილს. შესაბამისად, 80 ქორწილში არც თუ მცირე დანახარჯი ექნებოდა. წყარო1news.az