2013 წლის 7 მაისი771 2013.05.07
2013 წლის 7 მაისი
დღე მშვიდობისა მეგობრებო! საადვოკატო ბიურო OK & CG კიდევ ერთხელ გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს და გიორგობას! უფალი შეეწიოს თითოეულ თქვენგანს და სრულიად საქართველოს! რამდენიმედღიანი უქმეების შემდეგ ჩვენმა ბიურომ მუშაობა ჩვეულ რეჟიმში განაახლა და ნებისმიერ მსურველს კვლავ შეუძლია მიიღოს უფასო იურიდიული კონსულტაცია როგორც ოფისში, ასევე ონლაინ რეჟიმში სკაიპის myadvokat.ge–ის საშუალებით. დღესვე ჩვენმა ადვოკატებმა რამდენიმე სასამართლო პროცესზე დაიცვეს ჩვენი მარწმუნებლის ინტერესები. დღევანდელი დღე, 7 მაისი მსოფლიოს ისტორიაში არაერთი საინტერესო ფაქტით შევიდა. მათ შორის არსანიშნავია, რომ სწორედ 7 მაისს, 1948 წელს ჰააგის კონგრესზე დაარსდა ევროპის საბჭო, რომლის მიზნებიაადამიანის უფლებების, პლურალისტური დემოკრატიის და კანონის უზენაესობის დაცვა,ევროპული საზოგადოების წინაშე მდგარ პრობლემათა გადაწყვეტის გზების ძიება (უმცირესობათა დისკრიმინაცია, ქსენოფობია, შეუწყნარებლობა, გარემოს დაცვა, კლონირება, შიდსი, ნარკოტიკები, ორგანიზებული დანაშაული და სხვა),ევროპის კულტურული მრავალფეროვნების შესახებ ცოდნის ამაღლება, ევროპული კულტურის განვითარება.