ბორტგამცილებლებს წითელი პომადის წასმა აეკრძალათ1736 2013.05.07
ბორტგამცილებლებს წითელი პომადის წასმა აეკრძალათ
თურქეთის ავიახაზებმა საკუთარ ბორტგამცილებლებს წითელი და ვარდისფერი ტუჩსაცხის წასმა აუკრძალა. მათ, ასევე, აეკრძალათ ტატუს და პარიკის ტარება. Turkish Airlines–ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ ასეთი გადაწყვეტილება მგზავრების საჩივრების საპასუხოდ მიიღეს. ავიაკომპანიის განცხადებით, ბორტგამცილებელებმა ამიერიდან უნდა გამოიყენონ "მოკრძალებული მაკიაჟი და პასტელის ფერები". გასულ წელს ავიაკომპანიამ თანამშრომლებს აუკრძალა თმის წითლად ან ქერად შეღებვა და ჭრელი მაკიაჟი. მან ასევე შეწყვიტა ფრენისას ალკოჰოლური სასმელებით გამასპიძლება 8 ქალაქში. ავიაკომპანია ფრენებს მსოფლიოს 200 ქალაქში ახორციელებს და მისი 49% სახელმწიფოს საკუთრებაშია. Turkish Airline–ის ასეთმა გადაწყვეტილებმა საზოგადოების პროტესტი გამოიწვია. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ამ გადაწყვეტილებას "გარყვნილებად" აფასებენ და აცხადებენ, რომ მათ არ აქვთ უფლება25-30 წლის თანამშრომლებს მიუთითონ, როგორი მაკიაჟი გაიკეთონ და როგორ ჩაიცვან. საზოგადოების ნაწილის აზრით, ამ გადაწყვეტილებას რელიგიური სარჩული აქვს. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, სინგაპურის ავიახაზების ბორტგამცილებლებს მხოლოდ ერთი ფერის ტუჩსაცხის და ფრჩხილების ლაქის ტარების უფლება აქვთ, მათ პოლონელ კოლეგებს კი ეკრძალებათ გრძელი გაშლილი თმის ტარება. თურქმა ქალბატონებმა პროტესტი სოციალურ ქსელებში გამოხატეს. მათთავიანთი ფოტოები გამოაქვეყნეს, სადაც მკვეთრი წითელი ფერის პომადა უსვიათ და სხვა ქალბატონებსაც მოუწოდეს გამოიყენონ წითელი ტუჩსაცხი. წყაროwww.ibtimes.com