სახელები, რომლებიც კანონით აიკრძალა1119 2013.05.02
სახელები, რომლებიც კანონით აიკრძალა
ლუციფერი, ქრისტე, მესია – ასეთი სახელების მქონე ადამიანებს თქვენ ახალ ზელანდიაში ვერ შეხვდებით. ახალ ზელანდიელ მშობლებს უწევთ გარკვეული შეზღუდვების დაცვა საკუთარი შვილისათვის სახელის შესარჩევად. ადგილობრივი ხელისუფლება მათ ყოველწლიურად უწესებთ მსგავს შეზღუდვებს და მათი დაუცველობა კანონდარღვევად ითვლება. ახლახანს ქვეყნის დაბადების, გარდაცვალებისა და ქორწინების რეგისტრატორმა ორგანომ გამოაქვეყნა განახლებული ინფორმაცია. როგორც აღმოჩნდა, ბოლო 12 წლის განმავლობაში ექვს მშობელს სურდა თავისი შვილისათვის "ლუციფერის" დარქმევა. ორი შემთხვევა იყო, როცა მშობელს სურდა მის შვილს "მესია" ან "ქრისტე" ჰრქმეოდა. სააგენტოს წარმომადგენლის თქმით, მისაღები სახელი არ უნდა უკავშირდებოდეს დამნაშავეს, არ უნდა იყოს განსაკუთრებით გრძელი და არ უნდა ჰგავდეს ოფიციალურ წოდებას. ასეთი გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც დაფიქსირდა, რომ 2001 წლიდან მოყოლებული 62 შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც შვილს "სამართალი" დაარქვეს, და 31 შემთხვევაში "მეფე". ასევე "პრინცესა" – 28, "პრინცი" – 27, "ჰერცოგი" – 10, "ეპისკოპოსი" –9, "რაინდი" – 4 შემთხვევაში. იყვნენ მშობლებიც, რომლებმაც შვილის სახელად სასვენი ნიშნები აირჩიეს. როგორც აღმოჩნდა, ახალი ზელანდია არ არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც მსგავსი კანონი მოქმედებს. ამ კანონით აკრძალულია ისეთი სახელების დარქმევა, როგორიცაა "სუპერმენი", "მეტალიკა". წყაროedition.cnn.com