ბრიტანეთში გარეული ცხოველების გაწვრთნა აიკრძალა906 2013.04.25
ბრიტანეთში გარეული ცხოველების გაწვრთნა აიკრძალა
დიდ ბრიტანეთში საბოლოოდ აიკრძალა გარეული ცხოველების გაწვრთნა საცირკო წარმოდგენებში მონაწილეობის მიზნით. ბევრ ბრიტანელს ეგონა, რომ ეს კანონი უკვე მოქმედებდა, რადგან დეპუტატებმა აღნიშნულ პროექტს კენჭი 2011 წელს უყარეს. მაგრამ კანონის საბოლოო დამტკიცებისათვის მინისტრების შესაბამისი დასტური იყო საჭირო. თუმცა მინისტრებმა გარკვეული ცვლილება მაინც შეიტანეს კანონში და მისი ამოქმედების ვადა 2015 წლის 1 დეკემბრამდე გადაწიეს. სოფლის მეურნეობის მინისტრის განმარტებით ეს სამი წელი ე.წ "შეღავათიანი პერიოდი" იქნება, რათა კანონით რეგულირებული სფეროს წარმომადგენლებმა მოახდინონ თავიანთი საქმიანობის მორგება ახალ პირობზე და შესაბამისი ღონისძიებები გაატარონ. ახალი კანონი კრძალავს მხოლოდ გარეული ცხოველების დაჭერას და მათ გაწრთვნას საცირკო წარმოდგენებში მონაწილეობის მისაღებად, თუმცა აღნიშნული არ ვრცელდება შინაურ ცხოველებზე: კატებზე, ძაღლებზე, ცხენებზე და ა.შ. ამიტომაც ვარაუდობენ, რომ ეს კანონი მნიშვნელოვანია არა იმდენად ბრიტანეთისთვის, არამედ მნიშვნელოვანი დარტყმაა ბრაკონიერთა გლობალური "ინდუსტრიისთვის". გაჩნდა შანსი, რომ კანონი შეზღუდავს ცხოველების სასტიკ მოპყრობას არამარტო ბრიტანეთში, არამედ ხელს შეუშლის ცხოველების გატაცებას და მკვლელობას აფრიკასა და აზიაში. ბრიტანეთი სხვა ქვეყნებსაც მოუწოდებს, მიიღონ მსგავსი კანონი. წყაროwww.care2.com