23 აპრილი – წიგნისა და საავტორო უფლებების დღე1160 2013.04.23
23 აპრილი – წიგნისა და საავტორო უფლებების დღე
23 აპრილს თითქმის მთელი მსოფლიო აღნიშნავს წიგნისა და საავტორო უფლებების დაცვის დღეს. ეს თარიღი სიმბოლურია მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში, რადგან 1616 წლის 23 აპრილს გარდაიცვალა უილიამ შექსპირი, ხოლო 1916 წლის ამავე დღეს კი - ორი ესპანელი მწერალი მიგელ დე სერვანტეს საავედრა და ინკა გარსილასო დე ლა ვეგა. ამიტომ შემთხვითი არ არის, რომ 1995 წელს პარიზში გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (იუნესკო) გენერალურ კონფერენციაზე სწორედ 23 აპრილი გამოცხადდა წიგნისა და საავტორო უფლებების დაცვის საერთაშორისო დღედ (World Book and Copyright Day). იუნესკო ამ დღეს მოუწოდებს მსოფლიო თანამეგობრობას გაუღვივონ ახალგაზრდებს წიგნის კითხვის ინტერესი, გააფართოვონ წიგნის გამოცემები და ხელი შეუწყონ საავტორო უფლებების დაცვას. მიმართვაში წიგნისა და საავტორო უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით იუნესკოს გენერალურმა დირექტორმა ირინა ბოკოვამ მოუწოდა მსოფლიო საზოგადოებას მიიღოს გადაუდებელი ზომები რათა მიაღწიონ „განათლება ყველასათვის“. მისი აზრით, „წიგნი ერთდროულად არის ობიექტიცა და იდეაც - მატერიალური ფორმითა და არამატერიალური შინაარსით, ის გამოხატავს ავტორის იდეებს, რომლებიც ცოცხლდებიან მკითხველის წარმოსახვაში. კითხვა ჰგავს გულითად საუბარს, მაგრამ მთავარი რაც არის წიგნში - ეს არის მისი უნარი გადასცეს გამოცდილება, ცოდნა და გრძნობა. ამ სიმდიდრეს ჩვენ ვგრძნობთ წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეს. წიგნი წარმოადგენს ადამიანებს, თაობებსა და საზოგადოებებს შორის დიალოგის განსაკუთრებით ქმედით ფორმას“. საქართველოში ამ დღის აღნიშვნა 2003 წელს დაიწყეს და მას შემდეგ ყოველ 23 სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები იმართება. თუმცა წელს "წიგნის დღე წიგნების გარეშე" აღინიშნება. განათლების სამინისტროსადმი პროტესტის ნიშნად წიგნის მაღაზიებმა ერთი დღით შეწყვიტეს წიგნების გაყიდვა.