2013 წლის 22 აპრილი718 2013.04.22
2013 წლის 22 აპრილი
მოგესალმებით ჩვენი ბიუროს ერთგულო მეგობრებო! დღეს 2013 წლის 22 აპრილია. დღეს ჩვენი ბიუროსთვის გამორჩეული დღეა. საადვოკატო ბიურო OK & CG მოხარულია გაცნობოთ, რომჩვენი ბიუროს ადვოკატი ელენა გელაძე იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დაინიშნა ნოტარიუსად. ელენა ნოტარიულ საქმიანობას თიანეთის რაიონში განახორციელებს. მან ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა 2012 წელს ჩააბარა და ცოტა ხნის წინ წარმატებით გაიარა გასაუბრება იუსტიციის მინისტრთან. ელენა წლების განმავლობაში წარმატებულად ახორციელებდა საადვოკატო საქმიანობას ჩვენს ბიუროში და მის სახელს არაერთი მოგებული საქმე უკავშირდება. საადვოკატო ბიურო OK & CG ულოცავს ელენას, მადლობას უხდის წლების განმავლობაში ერთგული და ნაყოფიერი მუშაობისათვის და წარმატებებს უსურვებს მომავალ საქმიანობაში!