2013 წლის 19 აპრილი736 2013.04.19
2013 წლის 19 აპრილი
მოგესალმებით ჩვენო ერთგულო მეგობრებო! დღეს 2013 წლის 19 აპრილია, პარასკევის დღე. სწორედ ამიტომ დღეს თქვენთან ერთად შევაფასებთ განვლილ სამუშაო კვირას საადვოკატო ბიურო OK & CG–სათვის. გასულ დღეებში ჩვენმა ადვოკატებმა შვიდ სასამართლო პროცესზე დაიცვეს ჩვენი მარწმუნებლების ინტერესები. მათ შორის ერთ–ერთ საქმეზე, რომელიც განქორწინებასა და საერთო ქონების გაყოფას ეხებოდა, სასამართლომ გადაწყვეტილება ჩვენი მარწმუნებლის ინტერესების გათვალისწინებით გამოიტანა. დანარჩენი საქმეები კი კვლავ განხილვის პროცესშია. გარდა ამისა, ჩვენს ბიუროში გასულ სამუშაო კვირაში რამდენიმე ახალი საქმე შემოვიდა და ადვოკატებმა მასზე მუშაობა უკვე დაიწყეს. რაც შეეხებათ სტაჟიორებს, მათ პრაქტიკული მუშაობა ორი მიმართულებით უწევთ. ისინი ესწრებიან სხვადასხვა სასამართლო პროცესებს და კვირის ბოლოს ერთობლივად განიხილავენ თითოეულ საქმეს ჩვენს ადვოკატებთან ერთად. გარდა ამისა, სტაჟიორებმა დაიწყეს სარჩელის მომზადებაში უშუალო მონაწილეობაც.