ქვეყნიდან გაძევება ”ზედმეტად სიმპათიურობის” ბრალდებით789 2013.04.19
ქვეყნიდან გაძევება ”ზედმეტად სიმპათიურობის” ბრალდებით
მეტად უცნაური და, ერთი შეხედვით, კომიკური ფაქტი დაფიქსირდა საუდის არაბეთში, სადაც სამი მამაკაცი ქვეყნიდან გააძევეს. მიზეზი, როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, მათი ”ზედმეტად სიმპათიურობა” აღმოჩნდა. მამაკაცები ერ-რიადში მიმდინარე კულტურული მემკვიდრეობის ფესტივალს ესწრებოდნენ, რა დროსაც ისინი შარიათის გვარდიის წევრებმა დააკავეს. მათ ჩათვალეს, რომასეთი გარეგნობის კაცებს ქალებში "უხამსი" გრძნობების აღძვრა შეუძლიათ. როგორც არაბული პრესა იუწყება, ”ემირატებიდან ჩამოსული დელეგაციიდან 3 მამაკაცი ზედმეტად მიმზიდველები იყვნენ. ორგანიზატორებს შეეშინდათ, რომ ისინი ქალებს თავბრუს დაახვევდნენ და ამ მიზეზით გაისტუმრეს ქვეყნიდან დეპორტით". გარდა იმისა, რომ მათი მოქალაქეები საუდის არაბეთიდან გამოაძევეს, არაბეთის გაერთიანებული საემიროები კიდევ ერთი ფაქტის გამო მოხვდა პრესის ყურადღების ცენტრში.დუბაის პოლიციამ განკარგულებაში უახლესი Lamborghini Aventador მიიღო, რომელიც სპეციალურად საგზაო პოლიციისთვისაა მოდიფიცირებული და ყველა საჭირო აღჭურვილობას ფლობს. სუპერმანქანას მაქსიმალური სიჩქარის, 349 კმ/სთ-ის განვითარება შეუძლია. არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ძვირადღირებული და უსწრაფესი ავტომობილები იმდენად გავრცელებულია, რომ პოლიციას ნამდვილად გაუჭირდებოდა კანონდამრღვევთა დადევნება ჩვეულებრივი ავტომობილით. მომზადებულია ambebi.ge-ს მასალების მიხედვით