უზენაესი სასამართლო აპელაციასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს1353 2013.04.18
უზენაესი სასამართლო აპელაციასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პლატამ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთააპელანტის მოწინააღმდეგე მხარის მიერ შესაგებლის წარუდგენლობისას სასამართლოს მიერ შესაფასებელ გარემოებებთან დაკავშირებით (№ას-1532-1435-2012). მითითებულ საქმეზე აპელანტ გ. დ-ს მოწინააღმდეგე მხარემ, სს „კ. ე-მ“, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შესაგებელი არ წარადგინა. სასამართლომ დანიშნა სხდომა, სადაც საერთო წესით მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და არ შეაფასა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის ფაქტი. საკასაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლზე და განმარტა, რომ მოწინააღმდეგე მხარის მიერ შესაგებლის წარუდგენლობა ავტომატურად დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებას არ ნიშნავს. თუ მოწინააღმდეგე მხარე სააპელაციო სასამართლოში შესაგებელს არ წარადგენს და სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები მოთხოვნას იურიდიულად არ ამართლებს, იგი ნიშნავს სხდომას. აღნიშნულ სხდომაზეაპელანტის მოწინააღმდეგე მხარე უფლებამოსილია, მხოლოდ სამართლებრივი მოსაზრებები გამოთქვას გასაჩივრებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივ საფუძვლებს იგი სადავოდ ვერ გახდის, რის შესახებაც სასამართლომ მხარეს უნდა განუმარტოს. ამგვარი განმარტება სხდომის ოქმით უნდა დადასტურდეს, გარდა ამისა, შემაჯამებელ გადაწყვეტილებაში სააპელაციო სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს, რის საფუძველზე მიიჩნია დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება დაუშვებლად. გადაწყვეტილებაში უნდა აისახოს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები მოთხოვნას იურიდიულად არ ამართლებდა, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ არ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს უნდა განეხილა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა და შეეფასებინა, ამართლებდა თუ არა იურიდიულად მოთხოვნას გ. დ-ს მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები.