მოსამართლემ საკუთარი თავი დაიჯარიმა644 2013.04.17
მოსამართლემ საკუთარი თავი დაიჯარიმა
ასეთი არაორდინალური შემთხვევა ამერიკის შტატ მიჩიგანში მოხდა. მოსამართლემ საკუთარი თავი დააჯარიმა. მოსამართლე რაიმონდ ვოუტი ცნობილია თავისი სიმკაცრით. ის ყველა ადვოკატს, პროკურორს თუ სასამართლოს თანამშრომლისგან მუდმივად მოითხოვს სასამართლო სხდომაზე დადგენილი წესების ზედმიწევნით დაცვას. ადგილობრივი კანონმდებლობის მიხედვით სხდომაზე დამსწრე ყველა პირი ვალდებულია სხდომის დაწყებამდე ჩააბაროს მობილური ტელეფონი. ერთ–ერთ მოსმენაზე, რომელიც მოსამართლე ვოუტის ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა, ტელეფონმა დარეკა. აღმოჩნდა, რომ მობილური თავად მოსამართლეს ეკუთვნოდა და მისი ჩაბარება დაავიწყდა. მოსამართლემ კანონს არ გადაუხვია და საკუთარი თავი 25 დოლარით დააჯარიმა. წყაროnewsbang.net