2013 წლის 10 აპრილი698 2013.04.10
2013 წლის 10 აპრილი
საღამო მშვიდობის მეგობრებო! დღეს 2013 წლის 10 აპრილია, ოთხშაბათი დღე. საადვოკატო ბიურო OK & C–ისთვის სამუშაო კვირის "შუაგული". დღევანდელი დღე ჩვენი ბიუროსთვის სასამართლო პროცესების რაოდენობით გამოირჩეოდა. ჩვენმა ადვოკატებმა სამ სასამართლო პროცესზე დაიცვეს მარწმუნებლის ინტერესები. ტრადიციულად უფასო იურიდიული კონსულტაცია გაეწიათ დაინტერესებულ პირებს, თუმცა ამჯერად მათმა უმრავლესობამ კონსულტაცია სკაიპის myadvokat.ge –ის საშუალებით მიიღო. 10 აპრილი მსოფლიოს ისტორიაში ტრაგიკული ფაქტით შევიდა. სწორედ ამ დღეს, 2010 წელს, სმოლენსკთან მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად 96 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი და პოლონეთის 42 ოფიციალური პირი.