2013 წლის 5 აპრილი755 2013.04.05
2013 წლის 5 აპრილი
საღამო მშვიოდბის მეგობრებო! საადვოკატო ბიურო OK & CG კიდევ ერთხელ მოგესალმებათ. დღეს 2013 წლის 5 აპრილია, პარასკევი. ჩვენი ბიურო თქვენთან ერთად შეაჯამებს განვლილ სამუშაო კვირას და სიახლეებსაც გაგაცნობთ. ბიუროს ადვოკატებს გასული კვირის განმავლობაში ექვსი სასამართლო პროცესი ჰქონდათ, მათ შორის რეგიონებშიც. მრავლად იყო უფასო იურიდიული კონსულტაციის მიღების მსურველიც. თითოეულ მათგანს კონსულტაცია გაეწია როგორც უშუალოდ ოფისში, ასევე სკაიპის საშუალებით. რაც შეეხებათ სტაჟიორებს, მათთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი სიახლეა. მომავალი კვირიდან ისინი, თეორიული ლექციების ნაცვლად, სტაჟირების პრაქტიკულ ნაწილზე გადავლენ და სასამართლო დარბაზებში გადაინაცვლებენ.