ქეით მიდლტონის სახელი სასაქონლო ნიშანი ხდება672 2013.04.05
ქეით მიდლტონის სახელი სასაქონლო ნიშანი ხდება
კემბრიჯის ჰერცოგინიას საქველმოქმედი ფონდი საკუთარი მფარველის სახელით პროდუქციის გამოშვებას გეგმავს. საქველმოქმედო ორგანიზაცია თავდაპირველად პრინცებმა, უილიამმა და ჰარიმ დააარსეს, თუმცა მას შემდეგ, რაც ქეით მიდლტონი სამეფო ოჯახის წევრი გახდა, ორგანიზაციის შემოწირულობა ფაქტობრივად ათჯერ გაიზარდა. 2010 წელს აღნიშნული თანხა629 000 ფუნტი იყო, 2011 წელს, წყვილის ნიშნობის გამოცხადების შედეგ კი4,8 მლნ ფუნტი გახდა. ქორწინების შემდეგ ორგანიზაციას სახელიც შეუცვალეს და ამჟამადRoyal Foundation of the Duke and Duchess of Cambridge and Prince Harry ეწოდება. ახლახანს საქველმოქმედო ორგანიზაციამდიდი ბრიტანეთის ინტელექტუალური საკუთრების სამსახურს მიდლტონის სამეფო ტიტულის სასაქონლო ნიშნად დარეგისტრირების თხოვნითმიმართა. ორგანიზაცია ჰერცოგინიას სახელით რამდენიმე სახის პროდუქციის წარმოებას გეგმავს. ქეით მიდლტონის სახელით გამოშვებული პროდუქცია ტანსაცმელს, ფეხსაცმელსა და ქუდებს გააერთიანებს. წყარო elle.ru