რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია საჯარო სკოლებში1291 2013.04.02
რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია საჯარო სკოლებში
სახალხო დამცველი 2012 წლის ანგარიშში, სხვა არაერთ საკითხთან ერთად, საუბარი რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციასაც შეეხო. ომბუდმსენის ანგარიშში ნათქვამია, რომ წინა წლებთან შედარებით საანგარიშო პერიოდში იკლო რელიგიურ ნიადაგზე ფიზიკური თავდასხმებისა და ანგარიშსწორების რაოდენობამ. საქართველოს სახალხო დამცველისთვის ამ ტიპის ორი ფაქტის შესახებ გახდა ცნობილი და ორივე მათგანი იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმებთანაა დაკავშირებული. ანგარიშში ცალკე თავი ეთმობა საჯარო სკოლებში რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის საკითხს. მიუხედავად იმისა, რომ მშობლები ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად ერიდებიან დისკრიმინაციის კონკრეტული ფაქტების გასაჯაროებას, 2012 წელს სახალხო დამცველისთვის ინდოქტრინაციის ერთი ფაქტის შესახებ გახდა ცნობილი. ქალაქ ონში ადგილობრივი საჯარო სკოლის ბიოლოგიის პედაგოგმა ხანგრძლივი ფსიქოლოგიური ზემოქმედების შედეგად, 12 წლის ნ.გ., რომლის დედა იეჰოვას მოწმეა, მშობლის ნებართვის გარეშე, სასწავლო პერიოდში წაიყვანაადგილობრივ მართლმადიდებლურ ტაძარში, სადაც ნ.გ მართლმადიდებლურიწესით მოინათლა. როგორც ნ.გ.-ს მშობელი აღნიშნავს, პედაგოგის თქმით, ამის შესახებ იცოდა სკოლის დირექტორმა. ნ.გ-ს განმარტებით, მას გადაწყვეტილი არ ჰქონდა მონათვლა და მხოლოდ სასულიერო პირთან გასაუბრება სურდა. იგი ასევე აცხადებს, რომ ზემოხსენებული პედაგოგი, წლების განმავლობაში, სასწავლო პროცესის დროს ეწეოდა პროზელიტიზმს ნ.გ.-ს მიმართ მართლმადიდებლურ სარწმუნეობაზე მისიგადაყვანის მიზნით, დამამცირებელ კონტექსტში იხსენიებდა იეჰოვას მოწმეებს და ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდა მასზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თავად ნ.გ არ არის იეჰოვას მოწმე, რადგანაც მის მშობელს სურდა, რომ ნ.გ.-ს სრულწლოვან ასაკში თავად მიეღო გადაწყვეტილება. მონათვლის ფაქტის გაცნობიერების შემდეგ ნ.გ.-მ ორჯერ სცადა თვითმკვლელობა და უმძიმეს ფსიგოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. იქიდან გამომდინარე, რომ ნ.გ-ს მშობელმა ამ ფაქტის შესახებ შეატყობინა იეჰოვასმოწმეების ადვოკატებს, რომლებიც ვითარებაში გასარკვევად აღნიშნულ საჯაროსკოლაში ჩავიდნენ, ნ.გ-სა და მისი დისადმი, რომელიც სკოლაში აცილებდა ნ.გ.-ს, სკოლის პედაგოგებისა და ადმინისტრაციის მხრიდან ნეგატიური დამოკიდებულება დაფიქსირდა. სკოლაში იეჰოვას მოწმეთა ადვოკატების სტუმრობის შემდეგ ნ.გ. პედაგოგების მხრიდან საჯარო გაკიცხვის ობიექტი გახდა. კერძოდ, ერთ-ერთმა პედაგოგმა მას განუცხადა, რომ ამ აურზაურის ატეხვის გამო თავისი საქცილის უნდა რცხვენოდეს. საქმესთან დაკავშირებით დაწყებულია დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 142 - ე მუხლით, რომელიც რელიგიის საფუძველზე ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევას ითვალისწინებს, თუმცა ამ შემთხვევაშიც, ძიება საანგარიშო პერიოდში, არ დასრულებულა. ომბუდმსენი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რეკომენდაციას აძლევს, შემუშავდეს სისტემური და ეფექტური მონიტორინგისა და რეაგირების მექანიზმი საჯარო სასკოლო სივრცეში რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების სრულფასოვანი იმპლემენტაციისათვის.