პროფესიული საიდუმლოება960 2013.03.27
პროფესიული საიდუმლოება
აღსარების საიდუმლოება, პარლამენტის წევრის, ექიმის, ჟურნალისტის, უფლებადამცველის, დამცველის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით მათთვის განდობილი ინფორმაცია, აგრეთვე პროფესიული ფასეულობის მქონე ინფორმაცია, რომელიც პირისათვის ცნობილი გახდა კონფიდენციალობის დაცვის პირობით, მის მიერ პროფესიული მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით და რომლის გამჟღავნებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს პირის პროფესიულ რეპუტაციას. ინფორმაცია, რომელიც არ არის სახელმწიფო საიდუმლოება ან სხვა პირის პირადი ან კომერციული საიდუმლოება, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს შესახებ ინფორმაცია არ წარმოადგენს პროფესიულ საიდუმლოებას.