იპოთეკური სესხები 630 000 ოჯახის პრობლემა აღმოჩნდა793 2013.03.26
იპოთეკური სესხები 630 000 ოჯახის პრობლემა აღმოჩნდა
როგორც აღმოჩნდა, იპოთეკური სესხები მხოლოდ საქართველოსთვის არ არის მტკივნეული საკითხი. ახლახანს ბრიტანეთში გამოქვეყნდა ანგარიში, რომლის თანახმადაც 630 000 ბრიტანული ოჯახის იპოთეკური ვალი აღემატება მათი საცხოვრებელი სახლის ღირებულებას. ბრიტანეთის ფინანსური უწყებები აფრთხილებენ მოსახლეობას, თავი შეიკავონ მსგავსი სესხების აღებისაგან, რადგან კიდევ უფრო მეტი ოჯახი შეიძლება აღმოჩნდეს ანალოგიურ მდგომარეობაში თუ სახლების ფასები კვლავ დაეცემა. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ მსესხებლები ვერ შეძლებენ სესხის უკეთეს განაკვეთზე გადატანას. ლონდონში სახლების საშუალო ფასი£373.210 იყო, დღესდღეობით კი აღნიშნული მაჩვენებელი მხოლოდ £99,295–ია. მოსახლეობა აღმოჩნდა "ხაფანგში", რადგან მათ არ შეუძლიათ გაყიდონ სახლი კრედიტორების ნებართვის გარეშე და აუცილებლად სჭირდებათ დამატებითი ფულადი სახსრები ვალის დასაფარად. აღნიშნული პრობლემის გამო, ოჯახის წევრებს უწევთ ქვეყნის სხვა ნაწილებში სამუშაოს საძებნად წასვლა, რთა დააგროვონ შესაბამისი თანხა. მოხსენებაში საუბარია იმაზეც, რომ ასეთო ოჯახების რიცხვი, შესაძლოა, უახლოეს მომავალში კიდევ უფრო გაიზარდოს და720.000 შეადგინოს. თუმცა ეს რიცხვი ბევრად ნაკლები იქნება ვიდრე 1990 წელს. აღნიშნულ წელს იპოთეკური სესხებით დაზარალებული ოჯახების რაოდენობა ბრიტანეთში 1,6 მილიონს უახლოვდებოდა. წყარო:www.dailymail.co.uk