2013 წლის 22 მარტი747 2013.03.22
2013 წლის 22 მარტი
სამუშაო კვირის ბოლოს საადვოკატო ბიურო OK & CG კიდევ ერთხელ მოგესალმებათ! ტრადიციულად, თქვენთან ერთად შევაჯამებთ განვლილ კვირას. ამ კვირის განმავლობაში, წინას მსგავსად, ჩვენს ადვოკატებს 5 სასამართლო პროცესი ჰქონდათ. მათგან ერთ–ერთი, რომელიც ალიმენტის მოთხოვნას ეხებოდა, მორიგებით დასრულდა. ერთ–ერთი დავის განხილვა გაიმართა ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოში. განხილვის შედეგებს უახლოეს დღეებში წერილობითი ფორმით გაგვაცნობენ. აქვე გაგაცნობთ 22 მარტთან დაკავშირებულ რამდენიმე საინტერესო ფაქტს. 1772 წლის 22 მარტს ინგლისში მონობა უკანონოდ გამოცხადდა. ამავე დღეს, 1882 წელს, კონგრესმა აკრძალა მრავალცოლიანობა.