რომის პაპი ფორმალობებს არღვევს840 2013.03.22
რომის პაპი ფორმალობებს არღვევს
რომის ახალი პაპი, ფრანცისკ პირველი , ოფიციალურად კურთხევის დღიდან უჩვეულო ქცევით გამოირჩევა. პირველ დღეს მან უარი თქვა სპეციალური ავტომობილით სარგებლობაზე, მოგვიანებითფრანცისკ I-მა უარი განაცხადა მდიდრულ ტახტზე და მისი ჩვეულებრივი სავარძლით შეცვლა მოითხოვა. საზოგადოება მაშინაც გააოცა, როცა განაცხადა, რომმას სურს კათოლიკურ ეკლესიაში დაინახოს ღარიბი და მშვიდობისმოყვარე ადამიანი. მისი თქმით, აპარტამენტები, რომელიც რომის პაპისთვის არის განკუთვნილი 300 კაცს ეყოფა და უკვე გასცა ბრძანება მას მხოლოდ შენობის მცირე ნაწილი დაეთმოს. როგორც ცნობილია, პაპმაარაფორმალური კომუნიკაციის ტრადიციის დამკვიდრება დაიწყო, რასაც ერთი კურიოზული შემთხვევაც მოჰყვა.ფრანცისკმა ძველ მეგობართან, იეზუიტთა ორდენის ლიდერთან გენერალ ადოლფო ნიკოლასთან დარეკვა გადაწყვიტა და მდივნის მომსახურებაზე უარი თქვა. ტელეფონზე პაპს ოპერატორმა უპასუხა. "ალო, ეს რომის პაპია" – აცნობა ფრანცისკმა ოპერატორს, რასაც მეორე მხრიდან დამცინავი პასუხი მოჰყვა – "რომის პაპი? მე კი ნაპოლეონი ვარ". პაპმა მშვიდად აუხსნა, ოპერატორს, რომ ნამდვილად ფრანცისკ პირველს ესაუბრებოდა და სთხოვა გენერალთან დაეკავშირებინა. ესქპერტების თქმით, მსგავსი ზარების განხორციელება რომის პაპისათვის უჩვეულოა, თუმცა არაფორმალური ურთიერთობები, შესაძლოა, ფრანცისკ პირველის სტილი გახდეს.