ჩვილის ტირილი განქორწინების ალბათობას ზრდის1218 2013.03.20
ჩვილის ტირილი განქორწინების ალბათობას ზრდის
მეცნიერების მტკიცებით, ჩვილის ტირილით გამოწვეული უძილო ღამეები ყოველ მესამე ქორწინებას საფრთხეს უქმნის და განქორწინების ალბათობას ზრდის. ამერიკელმა ფსიქოლოგებმა და მეცნიერებმა 2000 ადამიანი გამოკითხეს. მათმა 30%–მა ოჯახის დანგრევის მიზეზად ღამით ბავშვი ტირილის გამო უძილობა დაასახელა. ჩვილის ჭირვეულობის გამო ვერ იძინებდნენ და მეორე დღეს სრულიად გამოფიტულები იყვნენ. როგორც ცნობილია, ღამით პატარები ხშირად ჭირვეულობენ და მშობლებს მხოლოდ 6 საათი სძინავთ, რაც ჯანმრთელობისათვის სახიფათოა. ყოველი მეოცე გამოკითხული ამბობდა, რომ უძილო ღამის შემდეგ ძილის გარდა არაფრის გაკეთება აღარ შეეძლოთ. "ყოველ დღე მიწევს იმ ადამიანებთან ურთიერთობა, რომელთაც უძილობასთან დაკავშირებით პრობლემა აქვთ და ეს მათი პატარების გამო ხდება", - ამბობს ფსიქოლოგი ტანია ბირონი. წყაროwww.ambebi.ge