2013 წლის 19 მარტი790 2013.03.19
2013 წლის 19 მარტი
დღე მშვიდობისა ჩვენო მკითხველებო! საადვოკატო ბიურო OK & CG კიდევ ერთხელ მოგესალმებათ და წარმატებულ და სასიამოვნო სამუშაო კვირას გისურვებთ! დღევანდელი დღე ჩვენი ბიუროსათვის ერთი სასიამოვნო ფაქტით გახდა გამორჩეული. ჩვენმა ადვოკატმა ერთ–ერთი საოჯახო დავა მორიგებით დაასრულა. რაც შეეხება მსოფლიოს, როგორც ცნობილია 1812 წლის 19 მარტს ესპანეთის პარლამენტმა ქვეყნის პირველი კონსტიტუცია დაამტკიცა. გარდა ამისა ესპანეთში, ბელგიასა და პორტუგალიაში ამ დღეს მამის დღეს აღნიშნავენ.