რა თანხა შედიოდა ბიუჯეტში საპროცესო შეთანხმებებით766 2013.03.18
რა თანხა შედიოდა ბიუჯეტში საპროცესო შეთანხმებებით
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)ინფორმაციას აქვეყნებსიმ თანხების შესახებ, რომლებიც საქართველოს ბიუჯეტში საპროცესო შეთანხმებების საშუალებით შედიოდა. 2009-2012 წლებში საპროცესო შეთანხმებების შედეგად (აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ) სახელმწიფო ბიუჯეტში სულ გადარიცხულმა თანხამშეადგინა 140 039 162.76 ლარი. ეს თანხა წლების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: 2009 წელი: 8 040 392.81 ლარი 2010 წელი: 42 361 459.28 ლარი 2011 წელი: 51 009 723.78 ლარი 2012 წელი: 38 627 586.89 ლარი ორგანიზაცია სამი სახის ინფორმაციას ითხოვდა სახელმწიფო დაწესებულებებისგან: საპროცესო შეთანხმებების შედეგად, 2009, 2010, 2011 და 2012 წლებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში შესული თანხების ოდენობის შესახებ ინფორმაცია; რა ოდენობის თანხებზე დადებულ იქნა საპროცესო შეთანხმებები 2009, 2010, 2011 და 2012 წლებში. იმ პირთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია, რომელთა ქონება 2009, 2010, 2011 და 2012 წლებშიჩამორთმეულდაგადაცემულ იქნასახელმწიფოსთვის (თითოეული წლისათვის ცალ-ცალკე), აგრეთვეამ ქონების საერთო ღირებულება ხსენებული წლების მიხედვით. თუმცა ბოლო პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაციაIDFI–მ ვერ მიიღო. იხ. შედეგები სრულად