15 მარტი – მომხმარებელთა უფლებების დაცვის დღე1724 2013.03.15
15 მარტი – მომხმარებელთა უფლებების დაცვის დღე
15 მარტს მთელი მსოფლიო მომხმარებელთა უფლებების დაცვის დღეს აღნიშნავს. მისი აღნიშვნა 1983 წლიდან დაიწყეს, თუმცა მისი ისტორია 1962 წლიდან მოდის და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯონ კენედის სიტყვით გამოსვლას უკავშირდება. კონგრესში გამოსვლილას მან ჩამოაყალიბა მომხმარებლის 4 ძირითადი უფლება: უსაფრთხოებისა და უსაფრთხო პროდუქტების უფლება; ამომწურავი ინფორმაციისმიღების უფლება; თავისუფალი არჩევანისუფლება; უფლება,მოუსმინონ მათ. „მომხმარებლები ვართ ჩვენც. მოხმარებლები ეს არის უდიდესი ეკონომიკური ჯგუფი, რომელიც რეაგირებას ახდენს და რომელზედაც რეაგირებს ყოველი საზოგადოებრივი და კერძო ეკონომიკური გადაწყვეტილება. ეს არის ის უმნიშვნელოვანესი ბირთვი, რომლის შეხედულებებიც ხშირად გაუთვალისწინებელი რჩება“ – განაცხადა პრეზიდენტმა. კენედის მიერ ჩამოყალიბებული უფლებებიკიდევ უფრო გაფართოვდა 1985 წელს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე მიღებულიმომხმარებელთა დაცვის ძირითადი მიმართულებებით(რომელიც შემდგომში განახლდა 1999 წელს): ძირითადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისუფლება; ზარალისანაზღაურების უფლება; სამომხმარებლო განათლებისმიღების უფლება; ჯანსაღიგარემოს უფლება; ინტერესების პოლიტიკური დაცვის უფლება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, 1983 წლიდან 15 მარტი ოფიციალურად აღინიშნება, როგორც მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე.