პატიმრობა ხმამაღალი სიცილისათვის744 2013.03.14
პატიმრობა ხმამაღალი სიცილისათვის
ხმამაღალი სიცილისათვის ლონგ–აილენდზე მცხოვრები 41 წლის რობერტ შიაველი დაისაჯა. მას სასამართლომ 500 დოლარიანი ჯარიმა დააკისრა და 30 დღით თავისუფლების აღკვეთაც მიუსაჯა. შიაველის წინააღმდეგ სარჩელი მისმა მეზობლებმა შეიტანეს. ისინი რობერტს ხმამაღალი სიცილით საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში სდებდნენ ბრალს. 41 წლის მამაკაცი დედასთან ერთად ცხოვრობს და უახლოესი მეზობლის სახლი მისგან 6 მეტრითაა დაშორებული, თუმცა მისი სიცილი მეზობელთან მაინც აღწევს. ამის გამო მათ ორჯერ მოუწიათ პოლიციის გამოძახება და საბოლოოდ დავა სასამართლოში გაგრძელდა. შიაველის ადვოკატის თქმით, რობერტს ნერვული აშლილობა აქვს და შეტევების დროს მართლაც ვერ ახერხებს სიცილის შეკავებას. თუმცა მისი სიცილის ზედმეტად ხმამაღლად მიჩნევას გაზვიადებულად თვლის. თავად "დამნაშავე" აცხადებს, რომ ეს სასამართლო პროცესი მის პიროვნებას ამცირებს და კიდევ ერთხელ ახსენებს საკუთარ მძიმე მდგომარეობას. თუმცა სასამართლომ გადაწყვეტილება მაინც მის წინააღმდეგ გამოიტანა. წყარო ambebi.ge