15,5 მილიონი ორწლიანი პატიმრობისთვის743 2013.03.11
15,5 მილიონი ორწლიანი პატიმრობისთვის
აშშ–ში 59 წლის სტივენ სლევინი ყველაზე დიდ ფულად კომპენსაციას, 15,5 მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს. სასამართლომ მისთვის ასეთი რაოდენობის კომპენსაციის გადაცემის გადაწყვეტილება ორწლიანი პატიმრობის გამო მიიღო. სლევინმა 2 წელი გაატარა ერთადგილიან საკანში, უმძიმეს პირობებში. მას არ ჰქონდა პირადი ჰიგიენის დაცვის საშუალება და სტომატოლოგის მომსახურების უფლება, რის გამოც კბილის ამოღება საკუთარი ხელით უწევდა. "მისი ფსიქიკა შეირყა. ვერანაირი ფული ვერ დაეხმარება უკან დაბრუნებაში და ჯანმრთელობის აღდგენაში, თუმცა ამ კომპენსაციით მინიმალური, მაგრამ მაინც შანსი გაუჩნდა" - აცხადებს მისი ადვოკატი. სლევინი 2005 წელს მანქანის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის გამო დააკავეს. ერთადგილიან საკანში მისი მოთავსების მიზეზი სუიციდისადმი მიდრეკილება გახდა. სლევინის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. მას ფილტვის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. წყარო www.ambebi.ge