სასჯელის შეკრებითობის პრინციპი უქმდება1549 2013.03.04
სასჯელის შეკრებითობის პრინციპი უქმდება
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა იმსჯელა და მხარი დაუჭირა სასჯელის შეკრებითობის პრინციპთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებების პროექტს. ცვლილებები„სისხლის სამართლის კოდექსსა“ და „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ შედის. კანონპროექტის თანახმად, ჩადენილიდანაშაულის ერთობლიობისას საბოლოო სასჯელის უფრო მკაცრი სასჯელი ნაკლებად მკაცრს შთანთქავს. ხოლოგანმეორების შემთხვევაში, საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი ნაკლებად მკაცრს შთანთქავს, ან ნაწილობრივ ან მთლიანად ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები შეიკრიბება.განაჩენთა ერთობლიობისას შესაძლებელი იქნება სასჯელთა ნაწილობრივ ან მთლიანად შეკრება, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს. ცვლილებების თანახმად, დგინდებასაბოლოსასჯელის ვადა. კერძოდ,რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული საბოლოო სასჯელის ვადა 30 წელს არ უნდა აღემატობოდეს.აღნიშნული ცვლილებები იმ პირებსაც შეეხებათ, რომლებიც სასჯელს უკვე იხდიან. საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის განხილვა უკვე პლენარულ სხდომაზე გაგრძელდება.