2013 წლის 1 მარტი2246 2013.03.01
2013 წლის 1 მარტი
საღამო მშვიდობისა მეგობრებო! საადვოკატო ბიურო OK & CG გილოცავთ გაზაფხულის შემობრძანებას! სიხარულის და ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს თითოეული თქვენგანისათვის გაზაფხულიც და მთელი 2013 წელიც. დღეს სამუშაო კვირის ბოლო დღეა და გვსურს თქვენთან ერთად თვალი გადავავლოთ განვლილ კვირას. ბოლო ხუთი დღის განმავლობაში ჩვენს ადვოკატებს 5 სასამართლო პროცესი ჰქონდათ. მათგან ერთ საქმეზე უზენაესმა სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილება უკვე გამოიტანა და ჩვენი ბიუროს მოგებულ საქმეებს კიდევ ერთი შეემატა. სასიამოვნო სიახლეა ისიც, რომ გასულ კვირაში ბიუროს გუნდს კიდევ ერთი სტაჟიორი დაემატა. ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს დაინტერესებული მოქალაქეებისათვის უფასო კონსულტაციების გაწევა როგორც ოფისში, ასევე სკაიპის myadvokat.ge–ის საშუალებით. საადვოკატო ბიურო OK & CG სასიამოვნო უქმეებს გისურვებთ!