რას კრძალავს დებულება ნადირობის შესახებ?1307 2013.03.01
რას კრძალავს დებულება ნადირობის შესახებ?
საქართველოში ნადირობასთან დაკავშირებული საკითხების დასარეგულირებლად არ არსებობს სპეციალური კანონი. მთავარი დოკუმენტი, რომელიც აღნიშნული საკითხების დარეგულირებას ეხება, არისსაქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება,,ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე". არსებობს ასევესაქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება "ნადირობის ობიექტებს მიკუთვნებული ცხოველთა სამყაროს ობიექტების ჩამონათვალის შესახებ დამტკიცების თაობაზე". მათ გარდა ნადირობასთან დაკავშირებული საკითხები გაფანტულია სხვადასხვა ნორმატიულ აქტში. ნადირობის უფლების მოსაპოვებლად აუცილებელია სპეციალური ლიცენზიის აღება. გადამფრენ ფრინველებზე ერთჯერადი სახელობითი ლიცენზია გაიცემა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს იმ რეგიონალური სამსახურების მიერ, რომლის ტერიტორიაზეც იწარმოება ნადირობა, წინასწარ დადგენილი კვოტის ფარგლებში.ლიცენზიის გარეშე, აკრძალულ ვადებში, აკრძალულ ადგილებში ან აკრძალული იარაღით ნადირობა ითვლება უკანონო ნადირობად და შესაბამის სანქციებს ითვალისწინებს. რაც შეეხება აკრძალულ იარაღს, დებულებაში წერია, რომაკრძალულია ნადირობა ცხოველთა სამყაროს ნებისმიერ ობიექტზე ნებისმიერ დროს: ა) ნებისმიერი საბრძოლო კუთხვილლულიანი ავტომატური ან სხვა იარაღით; ბ) სნაიპერული შაშხანებით; გ) ე. წ. „ღამის ხედვის“ მოწყობილობათა გამოყენებით დ) გადაკეთებული (ფაბრიკულ სნაიპერებთან შეუსაბამო) ნებისმიერი სანადირო იარაღით; ე) პნევმატური იარაღით; ვ) ადვილად აალებადი მასალებისაგან (ბამბა, ჩვარი, ქაღალდი) დამზადებული პიჟების ხმარება. აკრძალულია ნადირობა საქართველოს დაცული ტერიტორიების გარშემო ხუთკილომეტრიან ზონაში. საქართველოს შემდეგ ქალაქებისა და კურორტების გარშემო: თბილისის, სოხუმის, ქუთაისის, ბათუმის საზღვრებსა და საზღვრებიდან 5 კმ. ზოლის ფარგლებში, გუდაუთის, ოჩამჩირის, ჭიათურის, რუსთავის, გორის, ტყიბულის, ზესტაფონის, გაგრის, ახალი ათონის, წყალტუბოს, ქობულეთისა, ურეკის საზღვრიდან 2 კმ-ს რადიუსით; ბორჯომისა და ბაკურიანის სატყეო მეურნეობის მთელ ტერიტორიაზე. რაც შეეხება ნადირობის ვადებს, სხვადასხვა სახეობის ფრინველისა თუ ცხოველისათვის ის ინდივიდუალურია და განსაზღვრულია დებულებაში "ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ".