ყველაზე ძვირადღირებული ავტოგრაფების სია ცნობილია1007 2013.02.27
ყველაზე ძვირადღირებული ავტოგრაფების სია ცნობილია
ერთი შეხედვით უმნიშვნელო ხელმოწერა, რომელიც ხშირად უბრალო ფურცელსა თუ ნივთზეა გაკეთებული, ზოგჯერ განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს და მასში სოლიდურ თანხასაც იხდიან. ჟურნალმაForbes–მა გამოაქვეყნა მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ავტოგრაფების ათეული. 10) ნილ ამსტრონგი (ღირებულება 11 900 დოლარი) – 2012 წელს ამსტრონგის გარდაცვალების შემდეგ მის ნივთებს განსაკუთრებული ფასი დაედო და მის ავტოგრაფებსაც ხშირად აყალბებდნენ. ავტოგრაფის ნამდვილობის დამტკიცებას მთელი წიგნი მიეძღვნა. 9) პრინცესა დიანა (ღირებულება 12 400 დოლარი) – პრინცესა დიანა არასდროს იშურებდა ავტოგრაფებს რიგითი მოქალაქეებისათვის. ამის მიუხედავად მისი ავტოგრაფები დღემდე ძვირად ფასობს. 8 ) ჯეიმს დინი (ღირებულება 19 375 დოლარი) – მიუხედავად იმისა, რომ მსახიობმა მხოლოდ სამ ფილმში ითამაშა, ის მაინც სწრაფად იქცა საკულტო გმირად. კინომცოდნეები მისი ასეთი პოპულარობის მიზეზს დღემდე ვერ ხსნიან. დინის ნივთებსა და ავტოგრაფებზე მოთხოვნა დღესაც დიდია. 7) ჯონ კენედი ( ღირებულება 38 837 დოლარი) – ეს ის ავტოგრაფია, რომელიც მან მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე დალასის ერთ–ერთი სასტუმროს დამლაგებელს მისცა. ავტოგრაფი გაზეთThe Dallas Morning News–ში განთავსებულ პრეზიდენტის ფოტოზეა გაკეთებული. 6) ჯესი ჯეიმსი (ღირებულება 51 240 დოლარი) – ჯესი ჯეიმსიXIX საუკუნის ცნობილი დამნაშავე იყო, რომლის ფოტოებიც მთელს სამხრეთ ამერიკაში იყო გამოკრული. ისტორიას კი მისი მხოლოდ ერთი ფოტო შემორჩა, რომელზედაც ჯეიმსის ხელმოწერაა გაკეთებული. 5) ჯიმი ჰენდრიქსი (ღირებულება 63 550 დოლარი) – მიუხედავად იმისა, რომ ჰენდრიქსის ნივთების საკმაოდ დიდი რაოდენობაა შემორჩენილი, მისი ავტოგრაფები მაინც ძვირად ფასობს.. 4) ალბერტ აინშტაინი (ღირებულება 74 324 დოლარი) – ეს ის ავტოგრაფია, რომელიც აინშტაინმა თავის ცნობილ ფოტოზე მისი დაბეჭდვისთანავე გააკეთა. 3) ჯო დიმაჯიო და მერლინ მონრო (ღირებულება 191 200 დოლარი) – წყვილის ავტოგრაფი ბეისბოლის ბურთზეა გაკეთებული 1960–იან წლებში. ამ ხელმოწერით ისინი ადასტურებნდენ, რომ განქორწინებიდან რამდენიმე წლის შემდეგ ურთიერთობის ხელახლა დაწყება სურდათ. 2) ჯონ ლენონი (ღირებულება 525 000 დოლარი) – ასეთი განსაკუთრებული ფასი მუსიკოსის იმ ხელმოწერას დაედო, რომელიც მან საკუთარ ალბომDouble Fantasy–ზე საკუთარ მკვლელს მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე დაუტოვა. 1) უილიამ შექსპირი (ღირებულება 4.65 მილიონი დოლარი) – შექსპირის ბიოგრაფია დღემდე შესწავლის საგანია. სულ მისი 6 ხელმოწერაა შემორჩენილი. ამ დოკუმენტებს მეცნიერები დღესაც სწავლობენ და ახლო მომავალში აუქციონზე გამოტანას გამორიცხავენ. წყარო ambebi.ge მომზადებულიაForbes–ის მიხედვით.