საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრის ფუნქციები896 2013.02.26
საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრის ფუნქციები
როგორც იცით, გასულ წელს შეიქმნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი "112". „112“ არის ერთიანი, 24–საათიანი საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი, რომელიც გადაუდებელი დახმარების შესახებ სატელეფონო შეტყობინებებს იღებს მთელი საქართველოდან ერთიანი სატელეფონო ნომრის 1–1–2 საშუალებით. ის საქართველოში მოქმედი სამი საგანგებო სამსახურის მართვის ცენტრს აერთიანებს:

  • სახანძრო–სამაშველო
  • საპატრულო პოლიცია
  • სასწრაფო სამედიცინო დახმარება

112 ასევე უზრუნველყოფს თბილისის მასშტაბით საგზაო უსაფრთხოების მართვას. 112–ის ძირითადი ფუნქციებია:

  • გადაუდებელი დახმარების შესახებ შეტყობინებების მიღება, დამუშავება და შეფასება;
  • გადაუდებელი დახმარების შესახებ მიღებულ შეტყობინებებზე შემდგომი რეაგირებისათვის შესაბამისი სამსახურებისთვის ინფორმაციის მიწოდება;
  • გადაუდებელი დახმარების მართვის მიზნით უფლებამოსილ სამსახურებთან კოორდინირებული მუშაობა;
  • გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის შემთხვევებში მოქმედების წესების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება;
  • მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სასწავლო პროგრამების შემუშავება და დანერგვა შესაბამის ორგანიზაციებთან თანამშრომლობით;

თავის დროზე საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა იყო 112–ის დაფინასების საკითხზე. მოქმედი კანონმდებლობით 112–ის დაფინანსების წყარო მომსახურების საფასურის გარდა, სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებია. 112–ზე დარეკვა შესაძლებელია, საქართველოში მოქმედი ყველა ფიქსირებული თუ მობილური სატელეფონო ქსელიდან, ყოველგვარი დამატებითი ინდექსის გარეშე.დარეკვა შესაძლებელია მაშინაც კი თუ ტელეფონი ცალმხრივად ან ორმხრივად არის გათიშული, ან მობილურ ტელეფონში სიმ-ბარათი არ დევს. 112 მოსახლეობას აფრთხილებს, რომ არ დარეკონ ცრუ განგაშის გამოწვევის მიზნით.