ძაღლმა სასამართლოს წერილობითი ჩვენება მისცა993 2013.02.20
ძაღლმა სასამართლოს წერილობითი ჩვენება მისცა
ასეთი უჩვეულო და კომიკური შემთხვევა ბრიტანეთში მოხდა. საქმე ისაა, რომ პროკურატურის წარმომადგენლები დაჟინებით მოითხოვდნენ პოლიციელი ძაღლის,Peach–ისაგან ჩვენების მიცემას ეჭვმიტანილის დაკავების შესახებ. ძაღლის პატრონი ცდილობდა აეხსნა მათთვის, რომ Peach–ი ასეთი ჩვენების მიცემას ვერ შეძლებდა, მაგრამ პროკურატურის მხრიდან მოთხოვნა არ წყდებოდა. მოთმინება დაკარგულმა პატრონმა გადაწყვიტა ჩვენება თავად დაეწერა ბავშვური კალიგრაფიით. მან ასეთი ტექსტი დაწერა:"მე მას მივდევ. მე მას ვკბენ. ცუდი ადამიანია. ის გემრიელია. Peach-ი კარგი ბიჭია". ხელმოწერის ნაცვლად კი ძაღლის თათის ანაბეჭდი დახატა და მოწმის ასაკში მიუთითა 4 წელი. დოკუმენტი თავდაპირველად ერთ–ერთმა პოლიციელმა facebook–ის გვერდზე გამოაქვეყნა და მან უმალვე დიდი პოპულარობა მოიპოვა. წყარო:http://www.thesun.co.uk