ხე-ტყის დამზადების, ტრანსპორტირებისა და გადამუშავების წესები იცვლება1554 2013.02.15
ხე-ტყის დამზადების, ტრანსპორტირებისა და გადამუშავების წესები იცვლება
ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ ხე-ტყის დამზადების, ტრანსპორტირებისა და გადამუშავების წესებში ცვლილებები შეიტანა. ცვლილების მიხედვითკანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში 2013 წლის 25 თებერვლიდან სავალდებულოა: „ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის“ გამოწერა; მრგვალი ხე-ტყის (მორის) მარკირება სპეციალური ფირნიშით 2013 წლის 25 თებერვლიდან იკრძალება არამარკირებული, უფირნიშო ხე-ტყის ტრანსპორტირება და სახერხ საამქროში შეტანა-გადამუშავება. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ხე-ტყის კანონიერ წარმოშობას, დადგენილიწესით ივსება ხე-ტყის დამზადების ან ხე-ტყის დატვირთვის ადგილზე მის ტრანსპორტირებამდე. დოკუმენტი იბეჭდება სამ ეგზემპლიარად. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტების გაცემაზე უფლებამოსილი ორგანოებია: სააგენტო; დაცული ტერიტორიების სააგენტო; აჭარის სატყეო სააგენტო; აფხაზეთის სატყეო სამმართველო;