საინტერესო და სახალისო ფაქტები ვალენტინობასთან დაკავშირებით1217 2013.02.14
საინტერესო და სახალისო ფაქტები ვალენტინობასთან დაკავშირებით
14 თებერვალს წმინდა ვალენტინის დღე აღინიშნება, რომელსაც სიყვარულის დღედ მოიხსენიებენ. ამჯერად გვსურს ამ დღესთან დაკავშირებული რამდენიმე საინტერესო და სახალისო ფაქტი გაგაცნოთ. ცნობილია, რომ ზოგიერთ ქვეყანაში თუ ქალმა ვალენტინობის დღისადმი მიძღვნილ საჩუქარზე თანხმობა განაცხადა ეს თავისუფლად ნიშნავს, რომ ის თანახმაა ამ მამაკაცს ცოლად გაჰყვეს. მართალია, ეს ვალდებულება კანონით არ ეკისრება, მაგრამ ტრადიციები და საზოგადოებრივი აზრი კანონზე წინ დგება ხოლმე, ამიტომაც ასეთ ქვეყნებში მანდილოსნებს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ ვალენტინობის საჩუქრის მიღებისას. ვალენტინობის დღეს უამრავი ბარათი იგზავნება, მათ შორის ყველაზე ძველი 1415 წელს გაიგზავნა ორლეანის ჰერცოგის მიერ მისი ფრანგი ცოლის მისამართით. ამჟამად ეს ბარათი ლონდონის მუზეუმში ინახება. როგორც ცნობილია, ვიქტორიანულ ეპოქაში ვალენტინის ბარათზე ხელის მოწერა უიღბლობის მომტანად ითვლებოდა. ვალენტინობის დღეს ამერიკელი ქალბატონები პატარა უწყინარ ხრიკს მიმართავენ. მათი 15 % ამ დღეს საკუთარი თავისთვის უკვეთავს თაიგულს. როგორ უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ ვალენტინობის დღეს მსოფლიოში დაახლოებით 10 მილიონი ადამიანი ყიდულობს საჩუქარს შინაური ცხოველისთვის.