ვინ არის პასუხისმგებელი სურსათის უვნებლობასა და ხარისხზე1196 2013.02.14
ვინ არის პასუხისმგებელი სურსათის უვნებლობასა და ხარისხზე
ბევრ ჩვენგანს ხშირად გამოუთქვამს უკმაყოფილება იმის გამო, რომ ქართულ ბაზარზე არსებული პროდუქტის დიდი ნაწილი უხარისხო და ჯანმრთელობისათვის საშიშია. ხშირად ჩვენი უკმაყოფილება უსაფუძვლო არაა, მიუხედავად იმისა, რომ სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ საქართველოს კანონი ადგენს სურსათის ხარისხის კონტროლის ნორმებს როგორც მწარმოებლის, ასევე იმპორტიორისა და სახელმწიფო ორგანოებისათვის. კანონის მიზანია მომხმარებელთა ჯანმრთელობის, სიცოცხლისა და ეკონომიკური ინტერესების დაცვა მოხმარებისათვის განკუთვნილ სურსათთან მიმართებაში შიდა ბაზრის ეფექტიანი ფუნქციონირებისა და მისი მრავალფეროვნების გათვალისწინებით. კანონი არეგულირებს როგორც ადამიანისათვის განკუთვნილისურსათის, ასევე ცხოველის საკვების უვნებლობის ზოგად პრინციპებსა და მოთხოვნებს. გარდა ამისა განსაზღვრავსხარისხის სახელმწიფო კონტროლის მექანიზმებს. სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ კანონის მიხედვით,იმის დასადგენად, საზიანოა თუ არა ჯანმრთელობისათვის სურსათი, გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი ფაქტორები: სურსათის არა მხოლოდ შესაძლო მეყსეული, ხანმოკლე ან გრძელვადიანი გავლენა მომხმარებელზე, არამედ მისი ეფექტი მომდევნო თაობებზედაც; შესაძლო ტოქსიკური კუმულაციური ეფექტი; განსაკუთრებული კატეგორიის მომხმარებელთა ჯანმრთელობაზე ზეგავლენის ხარისხი, თუ აღნიშნული სასურსათო პროდუქცია სპეციალური კატეგორიის მომხმარებლისათვისაა განკუთვნილი. სურსათისმწარმოებელი ვალდებულია დანერგოს საფრთხეების კონტროლის შიდა სისტემა, რომელიცუნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისოდ აღიარებულ და აპრობირებულ მეთოდებს. პროდუქტის უვნებლობის მუდმივი კონტროლი ევალება დისტრიბუტორსაც, რომელსაც ხარისხის სტანდარტების დარღვევის შემთხვევაში მისი ბაზრიდან ამოღების ვალდებულება ეკისრება. რაც შეეხება სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლს, ისმოიცავს ქვემოთ ჩამოთვლილ ქმედებათაგან ერთ-ერთს, ან მათ ერთობლიობას: ინსპექტირებას; დადგენილი წესით ნიმუშის აღებას და საგამოცდო ლაბორატორიაში გამოცდის ჩატარებას; პერსონალის ჰიგიენის დამადასტურებელი დოკუმენტების შემოწმებას; მონაცემებისა და დოკუმენტური მასალის შემოწმებას; აღნიშნული კონტროლის განხორციელება ევალება სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სპეციალურ სააგენტოს.