მონიტორინგის ახალი მექანიზმი სასჯელაღსრულების დაწესებულებებში685 2013.02.11
მონიტორინგის ახალი მექანიზმი სასჯელაღსრულების დაწესებულებებში
უახლოეს მომავალში სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მონიტორინგის ახალი მექანიზმი დაინერგება. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრის, სახალხო დამცველისა და არასამთავრობო სექტორის ერთობლივ შეხვედრაზე მონიტორინგის ალტერნატიული მექანიზმი შემუშავდა. შეხვედრის შედეგად გადაწყდა, რომ დაწესებულების მონიტორები სახალხო დამცველის აპარატის, კერძოდ პრევენციის ეროვნული დეპარტამენტის დაქვემდებარებაში იქნებიან. მასში გაერთიანდებიან სხვადასხვა პროფესიის მქონე პირები, კერძოდ, სასჯელაღსრულების სფეროში მონიტორინგის გამოცდილების მქონე იურისტები, რომლებიც არ ეწევიან კერძო საადვოკატო პრაქტიკას (10 ექსპერტი), საერთო პროფილის მქონე ექიმები, რომლებსაც გააჩნიათ წამების, არასათანადო მოპყრობის კვალის იდენთიფიცირების გამოცდილება (3 ექიმი), ფსიქიატრები (2 ექსპერტი), ფსიქოლოგები (2 ექსპერტი), სოციალური მუშაკები (1 ექსპერტი), არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში გამოცდილების მქონე ექსპერტი, სამხედრო ჰაუპტვახტებისა და ნაწილების მონიტორინგის ექსპერტი, გენდერის საკითხებზე მომუშავე ექსპერტი და შესაბამისის კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე ექსპერტები რეგიონებიდან. აღნიშნული პირები, სახალხო დამცველის ეროვნული პრევენციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად მუდმივად მიიღებენ მონაწილეობას მონიტორინგის მიზნით განხორციელებულ გეგმიურ და საჭიროებიდან გამომდინარე, არაგეგმიურ ვიზიტებში. მონიტორინგის შედეგების შესახებ საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია ყოველკვირეული ბიულეტენების საშუალებით.