რა თანხა შედის ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესიდან986 2013.02.01
რა თანხა შედის ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესიდან
სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებული მოსაკრებლისსახეებს, განაკვეთებს, გადახდის წესსა და ვადებს განსაზღვრავს საქართველოს კანონი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ. კანონი ადგენს, რომსათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი არის აუცილებელი გადასახდელი ადგილობრივ ბიუჯეტში, რომელიც დადგენილია სახელმწიფოს პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების შესაბამისად. აღნიშნული მოსაკრებლის გადახდა ევალება ყველა იმ პირს, რომელიც ეწევასამეწარმეო საქმიანობას კაზინოებით (სამორინეებით), აზარტული და სხვა სათამაშო ბიზნესით და ასეთი საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება ნებართვით რეგულირებას. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ობიექტებია: ა) აზარტული და მომგებიანი თამაშებისათვის გამოყენებული სათამაშო მაგიდები, სათამაშო აპარატები; ბ) ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს სალაროები (სპეციალურად მოწყობილი ადგილი, სადაც მოლარის ან/და სპეციალური აპარატის ან სხვა საშუალებით ხორციელდება ფსონის მიღება ან/და მოგების გაცემა); გ) წამახალისებელი გათამაშების საპრიზო ფონდი; დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობა; ე) ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგები. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთების დიფერენცირება ხდება სათამაშო ბიზნესის სახეობის მიხედვით და განისაზღვრება: ა) კაზინოს (სამორინეს) თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში 15 000-დან 30 000 ლარის ჩათვლით; ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 1 500 ლარიდან 3 000 ლარის ჩათვლით; გ) ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს თითოეულ სალაროზე – კვარტალში 3 750 ლარიდან 7 500 ლარის ჩათვლით; დ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%; ე) სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობაზე – კვარტალში 12 000-დან 90 000 ლარის ჩათვლით; ვ) ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების არა უმეტეს 20%-ისა. კაზინოს სათამაშო მაგიდების, სათამაშო აპარატებისა და ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს სალაროების მოწყობისას თამაშების ორგანიზატორები სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს იხდიან მოსაკრებლის გადახდის ნიშნების შეძენისას.ნიშანში იგულისხმება თამაშების მოწყობისას სათამაშო მაგიდებსა და აპარატებზე, ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს სალაროებზე მისამაგრებელი ნიშნები, რომლებიც ადასტურებს მოსაკრებლის გადახდას და თამაშების ორგანიზატორის უფლებას თამაშების მოწყობის ადგილებში სათამაშო მაგიდებისა და აპარატების დადგმასა და ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს სალაროების მოწყობაზე. სათამაშო ბიზნესში ჩართული პირივალდებულია ადგილობრივ საგადასახადო ორგანოში ყოველკვარტალურად წარადგინოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმის დეკლარაცია და გადაიხადოს მოსაკრებელი არა უგვიანეს საანგარიშო კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვისა. წინააღმდეგ შემთხვევაში მას დაეკისრება საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული სანქციები.