სასამართლო სხდომებზე ფოტო, აუდიო და ვიდეო გადაღება აღდგება805 2013.01.29
სასამართლო სხდომებზე ფოტო, აუდიო და ვიდეო გადაღება აღდგება
სასამართლო სხდომებზე ფოტო, აუდიო და ვიდეო გადაღებას 2013 წლის პირველი მარტიდან აღდგება.„სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ უკვე შევიდაშესაბამისი ცვლილება. ცვლილების თანახმად,სასამართლოს თანხმობით, სასამართლო სხდომის ფოტოგადაღების, ვიდეოჩაწერა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს, მხარეებს ან/და სხვა პირებს დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე შეეძლებათ. ეს უფლება შეიძლება შეიზღუდოს სასამართლოს (მოსამართლის) მოტივირებული განჩინებით. დაუშვებელია სასამართლოს მიერ დადგენილი წესით სასამართლოს შენობაში შესული პირისათვის პირადი ნივთების, მათ შორის, მობილური ტელეფონის, კომპიუტერის, ფოტო, კინო, ვიდეო ან/და აუდიოსაშუალებების ჩამორთმევა. პირველი მარტიდან სასამართლო ვალდებული იქნება თავად ჩაიწეროს სასამართლო პროცესი და მოთხოვნისთანავე უზრუნველყოს აუდიო-ვიდეოჩანაწერის მხარეებისათვის ან/და სხვა პირთათვის ხელმისაწვდომობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასამართლოს მიერ გამოტანილია განჩინება სასამართლო სხდომის ნაწილობრივ, ან სრულად დახურვის შესახებ. იმ შემთხვევაში თუ სასამართლო სხდომა დახურულია, აუდიო-, ვიდეოჩანაწერის ასლი შეიძლება გადაეცეს მხოლოდ მხარეებს. ისინი ვალდებული არიან, ხელი მოაწერონ ხელწერილს აუდიო-ვიდეოჩანაწერის გაუმჟღავნებლობაზე. საზოგადოებრივი მაუწყებელი უფლებამოსილია შეუზღუდავად განახორციელოს სასამართლო პროცესის ფოტოგადაღება, კინო, ვიდეო, აუდიოჩაწერა და ეთერში გადაცემა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასამართლოს მიერ გამოტანილია განჩინება სასამართლო სხდომის ნაწილობრივ ან სრულად დახურვის შესახებ. საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს ჩანაწერის მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებისათვის გადაცემა მათი მოთხოვნისთანავე. იმ შემთხვევაში თუ საზოგადოებრივი მაუწყებელი უარს იტყვის ამგვარ გადაღებასა და პირდაპირ ეთერში სხდომის გადაცემაზე, ასეთი უფლებამოსილებით სარგებლობა შეუძლია საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელ სხვა პირს სასამართლო სხდომის დაწყების წინ საქმის განმხილველი მოსამართლისათვის წერილობითი განცხადების წარდგენის საფუძველზე. თუ ასეთი განცხადება წარდგენილია ერთზე მეტი საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელის მიერ, მოსამართლე უფლებამოსილ პირს შეარჩევს წილისყრის საფუძველზე.