საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების ორი პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა დაიწყო. საკონსტიტუციო ცვლილების პირველი პროექტი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს ადგილსამყოფელს ეხება, ხოლო მეორე პროექტი – პრეზიდენტის უფლებამოსილებებს. საჯარო განხილვა სტუდენტებთან და პროფესორებთან გაიმართება 22 იანვარს, 15:30 საათზე,სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტის“ წვეულებათა დარბაზში (თავისუფლების მოედანი N4).
საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრები საპარლამენტო უმრავლესობიდან, ოპოზიციური ფრაქციებიდან და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან სტუდენტებს და პროფესორებს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტებს წარუდგენენ და საკუთარ მოსაზრებებს გააცნობენ.
შეხვედრები ასევე გაიმართება შემდეგ ქალაქებში: ოზურგეთი (23 იანვარი), ბათუმი (23 იანვარი), გორი (24იანვარი), რუსთავი (25 იანვარი), თელავი (25 იანვარი) და ახალციხე (26 იანვარი).
საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო–სახალხო განხილვის პროცესი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ორგანიზებით ხორციელდება.