განქორწინება ორივე მეუღლის თანხმობით2075 2013.01.16
განქორწინება ორივე მეუღლის თანხმობით
ბევრს ჰგონია, რომ განქორწინებისათვის აუცილებელია სასამართლოს ჩარევა და ხანგრძლივი და რთული პროცედურების გავლა.როდესაც წყვილი მიდის იმ გადაწყვეტილებამდე, რომ აუცილებელია მათი განქორწინება, მათ ამისათვის ორი გზა აქვთ – განქორწინება სასამართლოს გზით და განქორწინება სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში.სასამართლოს ჩარევა საჭიროა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მეუღლეები ურთიერთშეთანხმებით ვერ წყვეტენ რაიმე სახის საკითხს – ქონებრივი, შვილებთან დაკავშირებით და ა.შ. იმ შემთხვევაში კი, თუ მეუღლეები თანხმდებიან განქორწინებასა და მის პირობებზე, სასამართლოს ჩარევა საჭირო არ არის და განქორწინების ცნობის მისაღებად მხოლოდ რამდენიმე მარტივი პროცედურაა გასავლელი. მეუღლეებმა ერთობლივი განცხადება უნდა შეიტანონსამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში. განცხადებაში მეუღლეები ადასტურებენ, რომ თანახმანი არიან განქორწინებაზე და ერთმანეთს შორის დავა არ აქვთ.გადაიხადონ მომსახურების საფასური (45 ლარი) დაგანცხადების შეტანის დღიდან 15 სამუშაო დღის გასვლის შემდეგ მოხდება განქორწინება. განსაკუთრებული გარემოების არსებობის შემთხვევაში (ერთ–ერთი მხარის სიცოცხლისთვის რეალური საფრთხე, ბავშვის დაბადება და ა.შ)განქორწინების რეგისტრაცია შეიძლება მოხდეს განცხადების შეტანის დღესვე. განქორწინება, შეიძლება ერთ–ერთი მეუღლის განცხადებითაც მოხდეს იმ პირთან რომელიც: ა) კანონით დადგენილი წესით, აღიარებულია უგზო–უკვლოდ დაკარგულად; ბ) სულით ავადმყოფობის ან ჭკუასუსტობის გამო, ცნობილია ქმედუუნაროდ; გ) სასამართლოს მიერ, მსჯავრდებულია დანაშაულისთვის და მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა, არანაკლებ სამი წლის ვადით. ასეთ შემთხვევაში, მეუღლე ვალდებულია, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს წარუდგინოს სათანადოდ დამოწმებული, კანონიერ ძალაში შესული დოკუმენტაცია.