სავაჭრო ნიშნების მრავალსაუკუნოვანი ისტორია1409 2013.01.07
სავაჭრო ნიშნების მრავალსაუკუნოვანი ისტორია
ყოვედღიურობაში ხშირად ვიყენებთ ისეთ ტერმინებს, როგორიცაა „ბრენდი“, „ლოგო“, „მარკა“... იურიდიულ ენაზე მათ სავაჭრო (სასაქონლო) ნიშნებს უწოდებენ. სავაჭრო ნიშანიარის ნებისმიერი ნიშანი ან ნიშანთა კომბინაცია, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ერთი საწარმოს საქონლის ან მომსახურების განსხვავება მეორე საწარმოს საქონლისა ან მომსახურებისაგან. სასაქონლო ნიშანი მომხმარებელს საშუალებას აძლევს საქონლისა და მომსახურების ფართო არჩევანის პირობებში ადვილად შეარჩიოს მისთვის სასურველი პროდუქტი. თავის მხრივ სასაქონლო ნიშნების დაცვის უზრუნველყოფა ხელს უწყობს მფლობელის აღიარებას და მისი შრომის დაფასებას სათანადო ფინანსური ანაზღაურებით. სასაქონლო ნიშნის გამოყენებისათვის არ არის აუცილებელი რეგისტრაცია. მისი დამკვიდრებისა და მასზე უფლებების მოპოვების ერთ–ერთი გზა მისი ინტენსიური და ხანგრძლივი გამოყენებაა.მაგრამ, მხოლოდ რეგისტრაცია იძლევა სასაქონლო ნიშნების სრულყოფილი დაცვის სათანადო გარანტიას. იგი წარმოადგენს სასაქონლო ნიშნის განკარგვისა და მასზე განსაკუთრებული უფლებების შეუფერხებელი აღსრულების მყარ საფუძველს.სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციისათვის აუცილებელია (მაგრამ არასაკმარისი), რომ იგი იყოს დაცვითუნარიანი, ანუ მას უნდა გააჩნდეს საკმარისი განმასხვავებლობა და არ ეწინააღმდეგებოდეს საზოგადოებრივ ინტერესებს. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს სავაჭრო ნიშნებს მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. მის ერთ-ერთ პირველ ნიმუშად, ჯერ კიდევ, რომის იმპერიაში გამოჭედილ ხმლებზე დატანილ სპეციალურ ნიშანს მიიჩნევენ. ერთ-ერთ უძველეს სასაქონლო ნიშნად განიხილება გერმანული ლუდის Löwenbräu–ს ფირმის წარმომადგენელთა მტკიცებით ამ ლუდის ნიშნად ლომი ჯერ კიდევ 1383 წლიდან გამოიყენება. პირველი რეგისტრირებული სასაქონლო ნიშანიც ლუდის მწარმოებელს უკავშირდება. ეს გახლდათ გაერთიანებულ სამეფოში ლუდსახარში Bass, რომელმაც თავისი ნიშანი, წითელი სამკუთხედი, 1875 წელს დაარეგისტრირა.