რა იცით სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ?1160 2012.12.27
რა იცით სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ?
როგორც იცით, კანონით განსაზღვრულ სფერობში და საქმიანობაზე გაიცემა სპეციალური ნებართვა ან ლიცენზია, რომლის უქონლობის შემთხვევაშიც ამ საქმიანობის განხორციელება არ არის ნებადართული. ლიცენზიის ასარებად კი საჭიროა გარკვეული საფასურის გადახდა, რომელიც ასევე კანონით არის განსაზღვრული, რომლის განსაზღვრების მიხედვითაც – სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებელი არის ერთჯერადი სავალდებულო გადასახდელი საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში ან შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტში (თუ ლიცენზიას/ნებართვას გასცემს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი სამთავრობო დაწესებულება), რომელსაც ლიცენზიის/ნებართვის მაძიებელი გადაიხდის კანონით დადგენილი ოდენობით, სახელმწიფოს მიერ მისთვის კანონით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭებისათვის. სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებელი წესდება და მისი ოდენობა განისაზღვრება მხოლოდ კანონით – სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ. როგორც ყველა სხვა შემთხვევა, ამ კანონით რეგულირებული სფეროც შესაძლებელია გახდეს სადაო. სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლის საკითხთან დაკავშირებულ დავას წყვეტს სასამართლო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სასამართლოში სარჩელის შეტანა არ ათავისუფლებს ლიცენზიის/ნებართვის მაძიებელს სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლის გადახდისაგან.