2012 წლის 22 დეკემბერი651 2012.12.22
2012 წლის 22 დეკემბერი
მოგესალმებით ჩვენო ძვირფასო აუდიტორიავ. დღეს 2012 წლის 22 დეკემბერია, ბიუროსთვის ერთი ჩვეულებრივი სამუშაო შაბათი. როგორც თქვენთვის ცნობილია, ჩვენისაადვოკატო ბიურო“OK & CG” აცხადებდა სტაჟირებაზე კონკურსს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის სფეროში 6 თვიან და 1 წლიან პერიოდზე. აღნიშნული კონკურსი ძალიან კონკურენტუნარიანი იყო მონაწილეთა აქტივობის და ცოდნის დონის ფონზე. საერთო ჯამში, კონკურსში მონაწილეობის სურვილი 200-მდე პირმა გამოთქვა. აქედან გამომდინარე,ჩვენი ბიუროს წარმომადგენლების გადაწყვეტილებით, კონკურსში გაიმარჯვა 15-მა მონაწილემ და ორმა მათგანმა, მარიამ გიორგაძემ და გიორგი გურჯიძემ მოიპოვეს სტიპენდია და ისინი უსასყიდლოდ შეძლებენ მონაწილეობა მიიღონ სტაჟირების პროგრამაში. როგორც მოგეხსენებათ,6 თვიანი სტაჟირების ფარგლებში მონაწილეს ეძლევა საშუალება გაიაროს პრაქტიკული და თეორიული კურსი ჩვენს საადვოკატო ბიუროში, გაეცნოს იურიდიული დოკუმენტაციის შედგენის სპეციფიკას, დააკვრდეს პრაქტიკულ საადვოკატო საქმიანობას.1 წლიანი სტაჟირების გავლის წინაპირობაა 6 თვიანი სტაჟირების კურსის წარმატებით დასრულება. 1 წლიანი სტაჟირების მონაწილეები მომდევნო 6 თვეში პრაქტიკული კურსით ჩაებმებიან საქმისწარმოებაში. 1 წლიანი სტაჟირების გამვლელ პირებს მიეცემათ საშუალება ჩვენი ადვოკატების მეთვალყურეობით თავისუფლად დაგეგმონ და განახორციელონ მარწმუნებლების ინტერესების დაცვა, როგორც სასამართლო პროცესზე, ასევე სახელმწიფო ორგანოებსა თუ მესამე პირებთან. გარდა ამისა,იმ პირს, რომელსაც ჩაბარებული აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა, სტაჟირება ჩაეთვლებაადვოკატის შესახებ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებულ სტაჟირების სავალდებულო პერიოდშიდა შეძლებს გაწევრიანდეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში და მიიღოს სადვოკატო საქმიანობის განხორციელების უფლების დამადასტურებელი მოწმობა. რაც შეეხება უფასო იურიდიულ კონსულტაციებს, დღეს საზოგადოება არცთუ აქტიური გახლდათ, დღის განმავლობაში 10-მდე უფასო იურიდიული კონსულტაცია, მათ შორის დიდი უმრავლესობა სისხლის სამართლის სააქმეებს შეეხებოდა.