18 დეკემბერი 2012 წელი819 2012.12.18
18 დეკემბერი 2012 წელი
მოგესალმებით ჩვენო ძვირფასო აუდიტორიავ. დაგვიანებით გილოცავთ წმინდა ბარბარეს ხსენების დღეს და გისურვებთ ცხოვრებაში დიდ წარმატებებს! დღეს 2012 წლის 18 დეკემბერია, ბიურო ჩვეულ, საქმიან რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. ჩვენი ბიუროს ადვოკატებმა დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამომცემლობა "ცის ნამის" ინტერესები დაიცვეს. დავა ეხებოდა 1-6 კლასის მათემატიკის სახელმძღვანელოებზე გამომცემლობა "ცის ნამის"-ს, დიზაინერისა და მხატვრის ინეტექტუალური საკუთრების დარღვევევას წიგნის ავტორების,ავთნდილ საგინაშვილისა და თინა ბექაურის მხრიდან.

ჩვენი ადვოკატები მიმდინარე საქმის ბედს დადებითად აფასებენ. შეგახსენებთ, რომ სასამართლო პროცესები საჯაროა, ვისაც ინტერესი გაუჩნდება აღნიშნული საქმის მიმდინარეობის გასაგებად, შეგიძლიათ თავისუფალ რეჟიმში დაესწროთ სასამართლო სხდომებს. დამატებით გაცნობებთ, რომ საქმეს განიხილავს მოსამართლე, ბ-ნი ანჟელი ხუროძე. გარდა ამისა, დღეს სკაიპის მეშვეობით დაგვიკავშირდა გერმანიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე, რომელმაც კონსულტაციის გაწევა საქმიანი რეპუტაციის შელახვის საკითხებზე მიიღო. მისი თქმით, საქმე ეხება ტელეკომპანია მაესტროს ეთერით გასულ ჟურნალისტური გამოძიების დატვირთვის მქონე გადაცემას, სადაც მისი საქმიანი რეპუტაცია ყოველგვარი საფუძვლის გარეშე შეილახა. მოქალაქის განცხადებით (სახელს და გვარს არ ვაფიქსირებთ შეგნებულად), მან შეიძლება თავისი ინტერესების დაცვა სასამართლო წესით განახორციელოს და ასეთ შემთხვევაში ისარგებლოს ჩვენი იურიდიული ფირმის მომსახურებით. საერთო ჯამში დღეს 20-მდე დაინტერესებულ მოქალაქეს გაეწია უფასო იურიდიული კონსულტაცია. მათთვის საინტერესო საკითხები არაერთგვაროვანი აღმოჩნდა, თუმცა შეიძლება ვთქვათ, რომ უმრავლესობა შრომის სამართლის, სისხლის სამართლისა და მემკვიდრეობის სამართლის საკითხებით იყო დაინტერესებული.