საექსპერტო-კრიმინალური სამმართველოს ფუნქციები 1865 2012.12.14
საექსპერტო-კრიმინალური სამმართველოს ფუნქციები
საექსპერტო-კრიმინალური სამმართველო წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურულ დანაყოფს და მის კომპეტენციაში არა ერთი მნიშვნელოვანი საკითხია შესული. მთავარი სამმართველო თავისი საქმიანობის პროცესში ხელმძღვანელობს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით, სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით, მინისტრის ბრძანებებით და სხვა სამართლებრივი აქტებით. სამმართველოს მკაცრად აქვს განსაზღვრული კომპეტენციები, რომელტა მიხედვითაც იგი მოქმედებს მას ევალება:
  • საექსპერტო-კრიმინალისტიკური და სპეციალური კვლევების ჩატარების უზრუნველყოფა;
  • საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებებში ექსპერტთა მონაწილეობის უზრუნველყოფა, სხვადასხვა სახის კვალის, საგნის, ნივთიერ მტკიცებულებათა აღმოჩენა, დაფიქსირება და ამოღება;
  • კანონით დადგენილი წესით, პიროვნებების დაქტილოსკოპირება, ფოტო და ვიდეო გადაღებების წარმოება;
  • დაქტილოსკოპიური, ბალისტიკური, ჰაბიტოსკოპიური, ნარკოლოგიური მონაცემთა ბაზების წარმოება და განვითარება;
  • ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო სამსახურების მომართვის საფუძველზე საინფორმაციო-საძიებო კრიმინალისტიკური კარტოთეკებითა და მონაცემთა ბაზებით შემოწმების უზრუნველყოფა.
  • საექსპერტო-კრიმინალისტიკური დანაყოფების საქმიანობაზე კონტროლი და მეთოდური ხელმძღვანელობა;
  • კვლევის სპეციალური საშუალებების, თანამედროვე ტექნიკის, ახალი მეცნიერული მეთოდებისა და საექსპერტო მიმართულებების დანერგვა-განვითარება;
  • მოქმედი კანონმდებლობით და ამ დებულებით დაკისრებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
რაც შეეხება სამმართველოს მიერ განსახორციელებელ კვლევებს, იგი ახორციელებს:
  • დანაშაულის კვალის და ნივთიერ მტკიცებულებათა აღმოჩენას, დაფიქსირებას, ამოღებას;
  • ფეთქებადსაშიში ნივთიერებების ექსპერტიზას, ელექტროტექნიკური, ასაფეთქებელი მოწყობილობებისა და მექანიზმების ექსპერტიზას, რადიაციულ ექსპერტიზას, სახანძრო ექსპერტიზას;
  • ავტოტექნიკურ ექსპერტიზას;
  • ტრასოლოგიურ და ბალისტიკურ ექსპერტიზას, ცივი იარაღის კვლევას;
  • ქიმიურ, მათ შორის ნარკოტიკული საშუალებების და ფარმაცევტული პრეპარატების და ბიოლოგიურ ექსპერტიზას;
  • ხელნაწერების გრაფიკულ ექსპერტიზას, დოკუმენტების ტექნიკურ ექსპერტიზას;
  • დაქტილოსკოპიურ ექსპერტიზას;
  • ბუღალტრულ და ეკონომიკურ ექსპერტიზას;
  • სასაქონლო და საინჟინრო-ტექნიკურ ექსპერტიზას;
  • ფონოსკოპიურ ექსპერტიზას;
  • ჰაბიტოსკოპიური და ფოტო-ვიდეო ექსპერტიზას;
  • კომპიუტერულ ექსპერტიზას;
  • ოდოროლოგიურ ექსპერტიზას;
  • ნარკოლოგიურ ექსპერტიზას;
  • მთავარი სამმართველო კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებს სხვა სახის ექსპერტიზებსაც.
მთავარ სამმართველოს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. ((წყარო: https://matsne.gov.ge/))