13.12.2012 წელი674 2012.12.13
13.12.2012 წელი
მოგესალმებით ჩვენო ძვირფასო მკითხველო! დღეს 2012 წლის 13 დეკემბერია, წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე და თითოეულ თქვენგანს გილოცავთ ამ დღესასწაულს... საადვოკატო ბიუროს ადვოკატებმა დღეს სამ სასამართლო დავაზე დაიცვეს ჩვენი მარწმუნებლების ინტერესები.

საქალაქო სასამართლოში მიმდინარე დავა, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ–მასწავლებელთა შორის მიმდინარეობდა, მორიგებით დასრულდა. თბილისის საქალაქო სასამართლოში განხილულ იქნა ასევე სისხლის სამართლის საქმე, რომელიც გადაიდო მოსალოდნელი ამინისტიის მოლოდინში. რაც შეეხება თბილისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე საქმისწარმოებას, იგი გაიმართა და გამოცხადების ეტაპზე გადაიდო. ასევე, შეგახსენებთ, ჩვენი საადვოკატო ბიურო მემორანდუმის საფუძველზე თანამშრომლობს ევროპის სტუდენტ იურისტთა ასოციაციასთან. აღნიშნული თანამშრომლობის საფუძველზე ჩვენს საადვოკატო ბიუროში სტაჟირებას გადის ელსას წევრი რამდენიმე სტუდენტი. ამჟამად, აღნიშნული პროგრამა დასასრულს უახლოვდება და მონაწილეები დასკვნით ეტაპზე პრაქტიკულ კურსს გადიან საპროცესო დოკუმენტაციის შედგენაში. ჩვენი ბიუროს წარმომადგენლები იუწყებიან, რომ მათ საბოლოო შეფასებაზე დიდ გავლენას სწორედ ეს ეტაპი მოახდენს. გამარჯვებული სტაჟიორების დაჯილდოვება 2012 წლის ბოლომდე იგეგმება.

საქალაქო სასამართლოში მიმდინარე დავა, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ–მასწავლებელთა შორის მიმდინარეობდა, მორიგებით დასრულდა. თბილისის საქალაქო სასამართლოში განხილულ იქნა ასევე სისხლის სამართლის საქმე, რომელიც გადაიდო მოსალოდნელი ამინისტიის მოლოდინში. რაც შეეხება თბილისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე საქმისწარმოებას, იგი გაიმართა და გამოცხადების ეტაპზე გადაიდო. ასევე, შეგახსენებთ, ჩვენი საადვოკატო ბიურო მემორანდუმის საფუძველზე თანამშრომლობს ევროპის სტუდენტ იურისტთა ასოციაციასთან. აღნიშნული თანამშრომლობის საფუძველზე ჩვენს საადვოკატო ბიუროში სტაჟირებას გადის ელსას წევრი რამდენიმე სტუდენტი. ამჟამად, აღნიშნული პროგრამა დასასრულს უახლოვდება და მონაწილეები დასკვნით ეტაპზე პრაქტიკულ კურსს გადიან საპროცესო დოკუმენტაც