რა იცით ახალი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ? 796 2012.12.12
რა იცით ახალი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ?
2012 წლის 7 დეკემბერს საქართველოს მთავრობის ახალი დადგენილება გამოიცა, რომელის განსაზღვრავს საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რესურსებითა და ქონებით სარგებლობის შემსწავლელი სამთავრობო კომისიის შექმნის კრიტერიუებს, მის ფუნქციებსა და მოვალეობებს. როგორც დადგენილებაშია მოცემული, კომისიის შექმნა ხდება საქართველოს კანონის - „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ შესაბამისი მუხლების მიხედვით. კომისიას სათავეში ჩაუდგება და თავმჯდომარის ეფლება-მოვალეობებს შეითავსებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. ხოლო კომისიის წევრები იქნებიან საქართველოს გარემოს დაცვის მი­ნის­ტ­რი; ფინანსთა მინისტ­რი; ენერგეტიკისა და ბუ­ნებ­რივი რესურსების მინისტრი; რეგიონული განვითა­რ­ე­ბ­ისა და ინფრასტრუქტურის მი­ნ­ის­­ტრი; სსიპ – ბუნებრივი რესურსების სააგენ­ტ­ოს უფროსი და სს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრუ­ლ­ე­ბე­ლი დირექტორი. კომისიას ასევე ეყოლება მოწვეული წევრი, რომელიც იქნება საქართველოს პარლამენტის დარგობრ­ი­ვი ეკონომიკისა და ეკონომიკური პო­ლ­ი­ტიკის კომიტეტის თავმჯდომარე. კომისია დაევალება საკუთარი საქმიანობის შესახებ პერიოდული ანგარიშების წარდგენა მთავრობის სხდომაზე, სადაც განხილული იქნება როგორც გეგმები, ასევე მიღწეული შედეგები და ჩატარებული ღონისძიებები. კომისიის მტავარი ფუნქცია იქმნება ქვეყანაში საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რესურსებისა და ქონების სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლა და შესაბამისი რეკომენდაციებისა და დასკვნების შემუშავება - აღნიშნული რესურსებისა და ქონების რაციონალურად განკარგვის უზრუნველსაყოფად. მის ამოცანებს წარმოადგენს: სახელმწიფოს მიერ საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მქო­ნე რესურსის, მათ შორის, სასარგებლო წიაღისეულის, ტყის ფონდის მერ­ქნული რესურსების, მცენარეული არამერქნული რესურსების (მათ შო­რის, სოჭის გირჩების), ზედაპირული წყლის რესურსებისა და სა­ხელ­მწი­ფო საკუთრებაში არსებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნე­ლ­ო­ბის სხვა ქონების სარგებლობაში გადაცემის პირობების შესწავლა და ან­ა­ლიზი; შესწავლილი საკითხებისა და მათი ანალიზის საფუძველზე, შე­ს­აბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება და უფლება­მო­სი­ლი ორგანოებისთვის წარდგენა; საჭიროების შემთხვევაში წინადადებათა მომზადება შესაბა­მი­სი ორგანოების მიერ საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მქონე რე­სურსის ან სხვა ქონების სარგებლობაში გადაცემის პირობების კანონ­მდე­ბ­ლობით დადგენილი წესით გადახედვის მიზნით.