უზენაესი სასამართლო განაჩენის გადასინჯვის ზოგიერთ პირობას განმარტავს687 2012.12.11
უზენაესი სასამართლო განაჩენის გადასინჯვის ზოგიერთ პირობას განმარტავს
დღეს, 2012 წლის 11 დეკემბერს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განმარტა, რომახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი იმსჯელოს დანიშნული სასჯელის მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან შესაბამისობის თაობაზესაქმე №39აგ-12). თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 2 აგვისტოს განაჩენით მსჯავრდებულ რ. ბ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ არსებული განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაკმაყოფილდა და მისი ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (რომლისთვისაც მისჯილი ჰქონდა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა) გადაკვალიფიცირდა სსკ–ის 260-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე (სასჯელის სახით ითვალისწინებს 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას) და მიესაჯა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულმა რ. ბ-მ საკასაციო საჩივარში აღნიშნა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 2 აგვისტოს განაჩენით მას სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სანქციის მაქსიმუმია. აღნიშნული არ გაითვალისწინა სააპელაციო სასამართლომ და მას ფაქტობრივად დაუმძიმა მდგომარეობა, რადგან მას წინა განაჩენით განსაზღვრული ჰქონდა სასჯელის საშუალო ზომა. საკასაციო პალატამ განმარტა, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს გადასასინჯი გადაწყვეტილების სამართლიანობაზე. საპროცესო კოდექსის ამ მოთხოვნებიდან და სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, მსჯავრდებულს უნდა შეუმცირდეს სასჯელი იმ შემთხვევაში, როდესაც მისთვის დანიშნული სასჯელის ზომა აღემატება ახალი კანონით დადგენილი სასჯელის ზომის მაქსიმუმს. აღნიშნულიდან გამომდინარე, თუკი დანიშნული სასჯელი ახალი კანონის სანქციის ფარგლებშია, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, შეამციროს მისი ზომა და, შესაბამისად, იმსჯელოს დანიშნული სასჯელის მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან შესაბამისობის თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა, რის გამოც უცვლელად უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება სრულად ((წყარო: http://www.supremecourt.ge/))