უდანაშაულობის პრეზუმფცია882 2012.12.04
უდანაშაულობის პრეზუმფცია
Presumption of innocence თითოეული ადამიანი, რომელსაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, უდანაშაულოდაა მიჩნეული მანამ, სანამ მისი დანაშაული არ დამტკიცდება ღია სასამართლო პროცესზე ბრალდებულის დაცვისათვის აუცილებელი კანონით გათვალისწინებული ყველა საპროცესო გარანტიის დაცვით. Presumtion of innocence სისხლის სამარლის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი, რომლის მიხედვით, დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი და ბრალდებული არ ჩაითვლება დამანშავედ მანამ, სანამ მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი სასამართლო არ დაადგენს ამას უპ ერთ-ერთი უძველესია სისხლის სამართალში დემოკარტიული საწყისების შეტანის პროცესში. დღეს იგი დაფიქსირებულია მრავალ საერთაშორისოსამართლებრივ და ყველა ქვეყნის შიდასახელმწიფოებრივ აქტში. საერთაშორისო აქტი სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ (მე-14 მუხ., მე-2 პ.) და ევროპული კონვენცია ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის შესახებ (მე-6 მუხ.) ერთნაირად აცხადებენ, რომ თითეული პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, მიიჩნევა უდანაშაულოდ, სანამ მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად დანაშაულის ჩადენის დამტკიცება მთლიანად ევალება ბრალდებულ მხარეს.