თავდაუსხმელობის პაქტი903 2012.12.04
თავდაუსხმელობის პაქტი
ორ ან მეტ საელმწიფოს შორის შეთანხმება, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ერთიმეორის წინააღმდეგ მტრულ საბრძოლო მოქმედებებზე უარის თქმას ითვალისწინებს. როგორც წესი, პაქტის ხელმომწერი სახელმწიფოები მეზობლები არიან ან რაიმე საერთაშორისო საკითხის გამო ერთმანეთს ედავებიან. ალიანსისაგან განსხვავებით, თ.პ. მხარეებს არ ავალდებულებს ერთმანეთის დაცვას მესამე ქვეყნისაგან ამ უკანასკნელის მხრიდან მტრული საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემთხვევაში. თ.პ-ში აღებული ერთადერთი ვალდებულება დავის გადასაწყვეტად სამხედრო ძალის გამოყენებაზე უარის თქმაა.