2012 წლის 27 ნოემბერი- მემორანდუმი გორის კულტურის ცენტრთან780 2012.11.27
2012 წლის 27 ნოემბერი- მემორანდუმი გორის კულტურის ცენტრთან
მოგესალმებით ჩვენო ძვირფასო აუდიტორიავ. დღევანდელი დღს ჩვენი საადვოკატო ბიუროსათვის ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს, 2012 წლის 27 ნოემბერს საადვოკატო ბიურო "OK & CG"-სა დაა(ა)იპგორის მუნიციპალიტეტის მოსწავლე–ახალგაზრდობის კულტურულ–საგანმანათლებლო ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. როგორც ჩვენი საადვოკატო ბიურო და ასევე გორის მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი აღნიშნული მემორანდუმის გაფორმებით ვგეგმავთურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე ხელი შევუწყოთ სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას გორის მუნიციპალიტეტის ფარგლებში საჯარო ლექციების, დისკუსიებისა თუ სხვადასხვა აქტივობების ხარჯზე. დღეს ჩვენმა ადვოკატებმა მემორანდუმის გაფორმებასთან ერთად წაიკითხეს საჯარო ლექცია ადამიანის უფლებებსა და ვალდებულებებზე. საჯარო ლექცია გორის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრში გაიმართა და მას ესწრებოდა ადამიანის უფლებებისა და ვალდებულებების საკითხით დაინტერესებული საკმაოდ ვრცელი აუდიტორია. საჯარო ლექციის ფარგლებში მოხსენება გაკეთდა ადამიანის უფლებებისა და ვალდებულებების არსის განხილვითა და ურთიერთმიმართების საფუძველზე, ასევე ამ უფლებების დაცვის მექანიზმებზე როგორც საქართველოს მასშტაბით, ისე საერთაშორისო დონეზე. ლექციის მომდინარეობისას გამოჩენილი აქტივობების საფუძველზე ასევე შეირჩა რამოდენიმე მოსწავლე, რომელთაც მიენიჭათ ჩვენი საადვოკატო ბიუროს მეგობრის სტატუსი და გადაეცათ შესაბამისი დოკუმენტაცია. ვიმედოვნებთ, მხარეები ურთიერთთანამშრომლობით მივაღწევთ მემორანდუმით გათვალისწინებული მიზნის მიღწევას და დავეხმარებით გორელ მოსწავლე-ახალგაზრდობას უფრო ღრმად გაეცნონ სამართლის სფეროს და იყვნენ უფრო აქტიურები თავიანთი და სხვათა უფლებების დაცვის საკითხში. გაფორმებით ვგეგმავთურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე ხელი შევუწყოთ სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას გორის მუნიციპალიტეტის ფარგლებში საჯარო ლექციების, დისკუსიებისა თუ სხვადასხვა აქტივობების ხარჯზე.